ლაბა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაბა.
ლაბა
რუს. Лаба
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კრასნოდარის მხარე
ქალაქები ლაბინსკი, უსტ-ლაბინსკი
სათავე კავკასიონი
44°17′11″ ჩ. გ. 40°53′43″ ა. გ. / 44.28639° ჩ. გ. 40.89528° ა. გ. / 44.28639; 40.89528
სათავის მდებარეობა დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთების ადგილი
შესართავი ყუბანი
45°11′15″ ჩ. გ. 39°41′29″ ა. გ. / 45.18750° ჩ. გ. 39.69139° ა. გ. / 45.18750; 39.69139
შესართავის მდებარეობა მდინარე
შესართავის სიმაღლე 82 მ
სიგრძე 214 კმ
აუზის ფართობი 12 500 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 95,7 მ³/წმ
ლაბა (მდინარე) — კავკასია
ლაბა (მდინარე)
ლაბა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ლაბა ვიკისაწყობში

ლაბა (რუს. Лаба) — მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე დიდი ლაბასთან ერთად 347 კმ, საკუთრივ ლაბისა 214 კმ. აუზის ფართობი 12,5 ათასი კმ². ზემოთ მთის მდინარეა. საზრდოობა შერეული აქვს. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 95,7 მ³/წმ. იყინება (არა ყოველ წელს) დეკემბრის ბოლოს, ყინულძვრაა თებერვლის ბოლოს. იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის დასაცურებლად. ლაბის ნაპირზეა ქ. ლაბინსკი. შესართავის მახლობლად, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე — ქ. უსტ-ლაბინსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]