კოშის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოშის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

ხედი ტაძარზე

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°18′21″ ჩ. გ. 44°09′34″ ა. გ. / 40.30583° ჩ. გ. 44.15944° ა. გ. / 40.30583; 44.15944
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი

კოშის დარბაზული ეკლესია (სომხ. Կոշ Եկեղեցի Սբ. Գրիգոր Լուսավորիչ — „კოშის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია“; თურქ. Gürcü Kilisesi — „გიურჯი-ქილისა“, სიტყვ. „ქართული ეკლესია“)[1] — XIII საუკუნის ტაძარი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციის სოფელ კოშში, სოფლის სასაფლაოზე, სოფლის სამი ისტორიული ეკლესიიდან ერთ-ერთი. გარედან მის ჩრდილოეთ კედელზე, კარნიზის ქვეშ, შესრულებულია 9-სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა. წარწერას აკაკი შანიძე ათარიღებს 1215/1216 წლებით და მისი ავტორები არიან მხარგრძელები. ის მნიშვნელოვანი წყაროა მე-13 საუკუნის მეორე ათწლეულის საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ცხოვრების შესწავლისათვის.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. † ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თ(ისა)ჲთა [მ]ეოხ(ე)ბითა წ(მიდ)ისა ღ(მრ)თის-

2. მშ(ო)ბლ(ი)ს(ა)ჲთ[ა] / ჩ(უე)ნ. მ(ა)ნდატ(უ)რთ-უხ(უ)ცესმ(ა)ნ ივ(ა)ნე და

3. შ(ა)ნშეს და მისთა ძმათა / დედამ(ა)ნ ხ(ო)შ(ა)მ(ა)ნ, გაგიშჳთ თქ(უე)ნ

4. კოშელთა ზ(ე)მოისა მზღ/ვ(ა)რისა შარიადი {და ქუემოისა მზღვ/რი[ს]აჲ დოკი[ს]აჲ ოდენ კოშ/ელისა კაცისაჲ გაშუე/ბული[ა] [ღ]ალაჲ} ჩ(უე)ნისა

5. და ჩ(უე)ნთა შვილთა — შ(ა)ჰნშეს და / მისთა ძმათა დღეგრძელობის(ა)-

6. თჳs. და თქ(უე)ნ გაგჳკუეთ/ეთ, რომე ერთი საჴნვ(ე)ლი თქ(უე)ნითა ჴა-

7, 8. რითა და/მისითა ჭურჭლითა უკდავად იყოს ჩ(უე)ნთჳს. და / ამისნი ჩ(უე)ნ

9. გ(ა)მსრ(ულე)ბ(ე)ლნი ვ(ა)რთ. და ც(ი)ნცა შეცვ(ა)ლოს / წყეულ და შ(ე)ჩ(უე)ნ(ე)ბ(უ) არს წ(მიდა)თა მ(ა)დლითა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]