სედვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სედვის მონასტერი
სედვი — სომხეთი
სედვი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°05′49″N 44°35′10″E / 41.096806° ჩ. გ. 44.586030° ა. გ. / 41.096806; 44.586030
ქვეყანა სომხეთი
პროვინცია ლორე
ადგილმდებარეობა აქორი/კაჭაჭკუტი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

მთავარი ტაძრის გეგმა

სედვი — „წმინდა ნიშნის“ (სომხ. Սուրբ Նշան სურბ ნშან) სახელობის მონასტერი სომხეთში, ლორეს პროვინციაში, სედვის ხეობაში, სოფელ კაჭაჭკუტიდან საავტომობილო გზით სამხრეთით 3 კილომეტრში.

ტაძარი მდებარეობს აქორიდან კაჭაჭკუტისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ტყიან გარემოში. დარბაზულ ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან კარის ღიობები აქვა გაჭრილი, რომელთაგან სამხრეთისას მძლავრი კარიბჭე აქვს მიდგმული. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში გაჭრილი სამმაგი მართკუთხა მოჩარჩოების სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში მინაშენში გასასვლელი კარია გაჭრილი. ორფერდა სახურავს მარტივად პროფილირებული კარნიზი შემოუყვება. ეკლესიის ექსტერიერი მოკრძალებულად არის გაფორმებული. ნაგებობა დაბურული იყო ლორფინით. არქიტექტურული ნიშნებით ტაძარი XIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

სამონასტრო კომპლექსიდან 500 მეტრში სამეთვალყურეო კოშკის ფორმის ნაგებობაა აღმართული. ციხე-კოშკი აგებულია გორაზე, რომელსაც ადგილობრივები „ღული ღაშს“ უწოდებენ. აგებულების მიხედვით სედვის ციხე მონასტრის დასაცავად ააშენეს. აქედან შესაძლებელი იყო ტაძრისაკენ მიმავალი გზის კონტროლი. შიდა სივრცის ნახვისას მნახველზე იგი დაყუდებული ბერის სამლოცველოსა და საცხოვრისის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. სამ სართულიანი შენობის მეორე სართულზე სალოცავია მოწყობილი, რომელიც კედლის მხატვრობითაა გამშვენებული. ეს სართული კამარითაა გადახურული, რომლისაგანაც დღეს თაღიღაა შემორჩენილი.

ქვევით, ხეობაში, მრავლადაა შუა საუკუნეების ნასოფლარები და სასაფლაოები. გვხვდება სომხური ხაჩქარებიც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: