კინგისეპი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კინგისეპი Кингисепп | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | კინგისეპის რაიონი | ||||
კოორდინატები | 59°22′00″ ჩ. გ. 28°36′00″ ა. გ. / 59.36667° ჩ. გ. 28.60000° ა. გ. | ||||
მმართველი | ალექსანდრე ნევსკი | ||||
დაარსდა | 1384 | ||||
ადრეული სახელები | 1703 წლამდე — იამი; 1922 წლამდე — იამბურგი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1784 | ||||
ფართობი | 29 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 25,6 მ | ||||
მოსახლეობა | 48 488 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81375 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188455—188456, 188480, 188482, 188484—188455, 188457 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | http://kingisepp-mo.ru | ||||
კინგისეპი (რუს. Кингисепп) — ქალაქი (1784 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. კინგისეპის რაიონისა და კინგისეპის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ლუგის სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგიდან 130 კილომეტრის დაშორებით[1][2]. ქალაქი დააარსა ნოვგოროდელმა ბოიარინმა ივან ფიოდოროვიჩმა 1384 წელს, თავიდან იყო ციხესიმაგრე იამი. 1703-1922 წლებში ქალაქს ერქვა იამბურგი, მოგვიანებით კი სახელი გადაერქვა და ეწოდა კინგისეპი, ესტონელი ვიქტორ კინგისეპის პატივსაცემად (1952 წელს კინგისეპი ასევე ერქვა ქალაქ კურესაარეს, ესტონეთში, ქალაქმა თავისი ძველი სახელი 1988 წელს დაიბრუნა).
ჩრდილოეთის ომის დროს,1703 წლის დასაწყისში, ქალაქში რუსული საჯარისო შენაერთები შევიდნენ ფონ ვერდენის მეთაურობით. რუსულმა ჯარის 14 დღიანი ალყის შემდეგ, ქალაქში მდგარმა შვედურმა გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ქალაქი რუსეთის დაქვემდებარებაში ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებისს საფუძველზე შევიდა. ქალაქს შვედური სახელწოდება იამბურგი (იამის ციხესიმაგრე) მომდევნო წლებშიც შეუნარჩუნდა.
2001 წლის 13 დეკემბერს ქალაქს შეუერთეს სოფლები: ლესობირჟა, კასკოლოვკა და ახალი ლუცკი[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Расстояние между Санкт-Петербургом и Кингисеппом
- ↑ Расчет расстояний между городами РФ, расчет маршрута по СНГ. Расстояние от Санкт-Петербурга до Кингисеппа.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-01. ციტირების თარიღი: 2013-01-07.
- ↑ Областной закон Ленинградской области ОТ 13.12.2001 № 72-ОЗ об упразднении населённых пунктов деревни Новый Луцк, посёлков Лесобиржа и Касколовка Кингисеппского района Ленинградской области.