სლანცი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სლანცი
Сланцы
Slancy.jpg
ლენინის მოედანი
დროშა გერბი
Flag of Slantcy (Leningrad oblast).png Coat of Arms of Slantsevo (Leningrad oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი სლანცის რაიონი
კოორდინატები 59°07′00″ ჩ. გ. 28°05′00″ ა. გ. / 59.11667° ჩ. გ. 28.08333° ა. გ. / 59.11667; 28.08333
მმართველი ალექსანდრე ხოპიორსკი
დაარსდა 1934
ამჟამინდელი სტატუსი 1949
ფართობი 36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 33 485 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81374
საფოსტო ინდექსი 188560—188565
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი slanmo.ru
სლანცი (ქალაქი) — რუსეთი
სლანცი (ქალაქი)
სლანცი (ქალაქი) — ლენინგრადის ოლქი
სლანცი (ქალაქი)
სლანცი (ქალაქი) — სლანცის რაიონი
სლანცი (ქალაქი)

სლანცი (რუს. Сланцы) — ქალაქი (1949 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. სლანცის რაიონისა და სლანცის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 33 485 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე პლიუსას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგიდან 125 კილომეტრში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლანცის დაარსება დაკავშირებულია გდოვის ნავთობის ფიქალების დამუშავებასთან, რომლებიც 1926 წელს აღმოაჩინეს. ქალაქის დამაარსებლად სერგეი კიროვი ითვლება, რომელიც სკკპ-ის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მისი ინიციატივით 1930 წლის 9 აპრილს დაიწყო მაღაროს მშენებლობა. 1996 წლიდან ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ქალაქის დაარსების დღე, დაბის მშენებლობა კი ფაქტობრივად 1932 წელს დაიწყო, როდესაც გაიხსნა პირველი შახტა და ქალაქის პირველი, კიროვის სახელობის, ქუჩა.

ქალაქი დაბის სტატუსით, ოფიციალურად წარმოიქმნა გდოვსკის რაიონში, ლენინგრადის ოლქში 1934 წლის 20 დეკემბერს.

1941 წლის 11 მარტს დაბა სლანცი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1949 წელს დასახლება ადმინისტრაციულად გაერთიანდა დაბა „ბოლშიე-ლუჩკისთან“ და მიიღო ქალაქის სტატუსი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]