შინაარსზე გადასვლა

ლოდეინოპოლეს რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალური რაიონი
ლოდეინოპოლეს რაიონი
Лодейнопольский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ლოდეინოე-პოლე[1] [2]
შიდა დაყოფა Lodeynopolskoye urban settlement[2] , Svirstroyskoye urban settlement[2] , Alyokhovshchinskoye rural settlement[2] , Domozhirovskoye rural settlement[2] და Yanegskoye rural settlement[2]
კოორდინატები 60°44′03″ ჩ. გ. 33°32′35″ ა. გ. / 60.73430500° ჩ. გ. 33.54318306° ა. გ. / 60.73430500; 33.54318306
დაარსდა 1 აგვისტო, 1927
ფართობი 4910.9 კმ²
მოსახლეობა 30 469 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6.2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81364
ოფიციალური საიტი admlodia.ru

ლოდეინოპოლეს რაიონი (რუს. Лодейнопольский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოდეინოე-პოლე, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. რაიონი მოიცავს 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლებას. წარმოიქმნა 1927 წლის სექტემბერში. ისტორიულად რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა ლოდეინოპოლეს მაზრა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 30 469 ადამიანს შეადგენდა.

ლოდეინოპოლეს რაიონს ჩრდილოეთითკარელიის რესპუბლიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — პოდპოროჟიეს, სამხრეთითტიხვინის და სამხრეთ-დასავლეთით — ვოლხოვის რაიონები ესაზღვრება. დასავლეთიდან აკრავს ლადოგის ტბა. რაიონის ფართობია 4910.9 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 6,60 %-ია.

1927 წლამდე, მანამდე სანამ, ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნებოდა, პეტროგრადის გუბერნიის შემადგენლობაში, არსებობდა ლოდეინოპოლეს მაზრა, რომელიც 1922 წლამდე შედიოდა ოლონეცის გუბერნიის შემადგენლობაში. ლოდეინოპოლეს რაიონი წარმოიქმნა 1927 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე. 1974 წლის 23 ოქტომბრის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილებით ლოდეინოპოლის რაიონს შეუერთდა დომოჟიროვსკის სოფსაბჭო, რომელიც მანამდე ვოლხოვის რაიონის დაქვემდებარებაში იყო.

2006 წლის 1 იანვარს რაიონს მიენიჭა მუნიციპალური რაიონის სტატუსი, მის შემადგენლობაში წარმოიქმნა 2 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლება, ქალაქი ლოდეინოე-პოლე რაიონის დაქვემდებარებაში შევიდა, როგორც ცალკეული საქალაქო დასახლება.

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

  წელი  მოსახლეობა (ადამიანი)წყაროშენიშვნა
195934 138[3]სსრკ-ის 1959 წლის აღწერა
197013 043[4]სსრკ-ის 1970 წლის აღწერალოდეინოე-პოლეს გარეშე (19 632 ადამ.)
197914 249[5]სსრკ-ის 1979 წლის აღწერალოდეინოე-პოლეს გარეშე (23 214 ადამ.)
198913 426[6]სსრკ-ის 1989 წლის აღწერალოდეინოე-პოლეს გარეშე (26 718 ადამ.)
200212 185[7]რუსეთის 2002 წლის აღწერალოდეინოე-პოლეს გარეშე (22 830 ადამ.)
201030 469რუსეთის 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Лодейное Поле // Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
  2. 1 2 3 4 5 6 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  3. სსრკ-ის 1959 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  4. სსრკ-ის 1970 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  5. სსრკ-ის 1979 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  6. სსრკ-ის 1989 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.
  7. რუსეთის 2002 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-07-18.