ტოსნოს რაიონი
| მუნიციპალური რაიონი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ტოსნოს რაიონი Тосненский район | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | ტოსნო | ||||
| კოორდინატები | 59°33′00″ ჩ. გ. 30°54′00″ ა. გ. / 59.55000° ჩ. გ. 30.90000° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 19 აგვისტო, 1930 | ||||
| ფართობი | 3 585.4 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 122 999 კაცი (2010) | ||||
| სიმჭიდროვე | 34.31 კაცი/კმ² | ||||
| ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
| სატელეფონო კოდი | +7 81361 | ||||
| ოფიციალური საიტი | tosno-online.com | ||||
|
| |||||
ტოსნოს რაიონი (რუს. Тосненский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტოსნო. მდებარეობს ლენინგრადის ოლქის სამხრეთ ნაწილში, ფართობი 3585,4 კმ²-ია. რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით — კიროვის რაიონი, აღმოსავლეთით — კირიშის, სამხრეთ-დასავლეთით — ლუგის და დასავლეთით — გატჩინის რაიონები ესაზღვრება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნოვგოროდის ოლქი და ჩრდილოეთით — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი.
შეიქმნა 1930 წლის 19 აგვისტოს, იმ დროისთვის მის შემადგენლობაში შედიოდა: ქალაქი ლიუბანი, დაბა ულიანოვკა, გაუქმებული ლიუბანის რაიონის 15, გაუქმებული დეტსკოსელსკის რაიონის 6 და გაუქმებული კოლპინოს რაიონის 9 საოფსაბჭო.
2006 წლის 1 იანვარს, 2004 წლის 22 დეკემბერს მიღებული № 116 საოლქო კანონის მიხედვით, რაიონის შემადგენლობაში წარმოიქმნა 7 საქალაქო და 6 სასოფლო დასახლება. ქალაქი ტოსნო მის შემადგენლობაში შევიდა, როგორც ტოსნოს საქალაქო დასახლება. შაპკის ვოლოსტის ნაწილიდან გამოიყო ნურმის სასოფლო დასახლება, ხოლო გაუქმდა ლიუბანსკაიას, ნოვოლისინსკაიას, რადოფინიკოვსკაიას, სელცოვსკაიას, ტარასოვსკაიას, უშაკინსკაიას და ჩუდსკობორსკაიას ვოლოსტები.