ივანგოროდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ივანგოროდი
რუს. Ивангород
Ivangorod-2008-1.jpg
ივანგოროდის ციხესიმაგრე
გერბი
Coat of Arms of Ivangorod (Leningrad oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი კინგისეპის რაიონი
კოორდინატები 59°22′30″ ჩ. გ. 28°12′19″ ა. გ. / 59.37500° ჩ. გ. 28.20528° ა. გ. / 59.37500; 28.20528
მმართველი ტატიანა შაროვა
დაარსდა 1492
ადრეული სახელები რუგოდივი, იანილინი
ამჟამინდელი სტატუსი 1954
ფართობი 7,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 32
ოფიციალური ენა რუსული ენა | რუსული
მოსახლეობა 10 128 კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ფინელები, ესტონელები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81375
საფოსტო ინდექსი 188490, 188491
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი ivangorod.ru
ივანგოროდი — რუსეთი
ივანგოროდი
ივანგოროდი — ლენინგრადის ოლქი
ივანგოროდი
ივანგოროდი — კინგისეპის რაიონი
ივანგოროდი

ივანგოროდი (რუს. Ивангород, ესტ. Jaanilinn, ფინ. Iivananlinna) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში. მოსახლეობა 2012 წლის აღწერით 10 128 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდინარე ნარვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, სანქტ-პეტერბურგიდან დასავლეთით 147 კმ-ში.

ივანგოროდი დაარსდა 1492 წელს, როგორც ციხესიმაგრე, მოსკოველი თავადის ივან ვასილიევიჩის მიერ, სწორედ მის პატივსაცემად ქალაქს ამჟამინდელი სახელი. XV საუკუნის გერმანულ დოკუმენტებში ციხე-ქალაქი მოხსენიებულია, როგორც: „კონტრ-ნარვა“. ივანგოროდის ციხესიმაგრე მაღალი ქვის გალავნით და 10 კოშკით, ივანგოროდი რუსეთში პირველი მართკუთხა გეგმით აგებული ციხესიმაგრე იყო 1492-1610 წლებში.

XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში ციხესიმაგრე ხშირად ხდებოდა გერმანელების, შვედებისა და პოლონელების თავდასხმის ობიექტი. 1581-1590 წლებში, ლივონიის ომის შემდეგ და 1612-1704 წლებში (რუსეთში შვედების ინტერვენციის პერიოდში) ციხესიმაგრე შვედებს, ხოლო 1704 წლიდან ჩრდილოეთის ომის დროს ციხესიმაგრე რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.

1940 წელს ესტონეთის საბჭოთა კავშირთან შეერთების შემდეგ, ივანგოროდი ესტონეთის შემადგენლობაში დარჩა. 1941-1944 წლებში ქალაქი ოკუპირებული ჰქონდათ გერმანელებს, ქალაქს მართავდა ოსტლანდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]