ლომონოსოვის რაიონი (ლენინგრადის ოლქი)
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლომონოსოვის რაიონი Ломоносовский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ლომონოსოვი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Anninskoye urban settlement[1] , Villozskoye rural settlement[1] , Gorbunkovskoye rural settlement[1] , Gostilitskoye rural settlement[1] , Kipenskoye rural settlement[1] , Koporskoye rural settlement[1] , Lagolovskoye rural settlement[1] , Lebyazhenskoye urban settlement[1] , Lopukhinskoye rural settlement[1] , Nizinskoye rural settlement[1] , Orzhitskoye rural settlement[1] , Penikovskoye rural settlement[1] , Ropshinskoye rural settlement[1] , Russko-Vysotskoye rural settlement[1] და Bolsheizhorskoye urban settlement[1] | ||||
კოორდინატები | 59°55′00″ ჩ. გ. 29°46′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 29.76667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აგვისტო, 1927 | ||||
ფართობი | 1919.1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 70 347 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 36.66 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | 812 და 81376 | ||||
ოფიციალური საიტი | lomonosovlo.ru | ||||
ლომონოსოვის რაიონი (რუს. Ломоносовский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლომონოსოვი. ლომონოსოვის რაიონი ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში ერთადერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს, რომლის თვითმმართველი ორგანო ფედერაციის სხვა ადმ. სუბიექტში — ქალაქ ლომონოსოვში მდებარეობს, რომელიც პეტროდვორცოვის რაიონის შემადგენლობაშია (სანქტ-პეტერბურგი). 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 70 347 ადამიანს შეადგენდა.
ლომონოსოვის რაიონს აღმოსავლეთით — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით — გატჩინის, სამხრეთით — ვოლოსოვის და სამხრეთ-დასავლეთით — კინგისეპის რაიონები ესაზღვრება, ასევე ჩრდილო-დასავლეთით — სოსნოვი-ბორის საქალაქო ოკრუგი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ფინეთის ყურის წყლები აკრავს. რაიონის ფართობია 1919,1 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 2,69 %-ია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წელს ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში შეიქმნა ორანიენბაუმის რაიონი (ადმ. ცენტრი ქალაქი ორანიენბაუმი). 1930 წელს რაიონების გაუქმების შედეგად მისი ტერიტორია უშუალოდ ოლქის დაქვემდებარებაში გადავიდა. დიდი სამამულო ომის დროს რაიონის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ოკუპურებული იყო, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი ორანიენბაუმის პლაცდარმის ნაწილს შეადგენდა. 1996 წელს ადმინისტრაციული კანონის მიხედვით რაიონს მიენიჭა მუნიციპალური სტატუსი. 2006 წელს იგი დაიყო 2 საქალაქო და 13 სასოფლო დასახლებად.[2]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომონოსოვის რაიონი ლენინგრადის ოლქის საიტზე
- ლენინგრადის ოლქის არქიტექტურის ძეგლები, მოკლე სია: ლომონოსოვის რაიონი
- ლომონოსოვის რაიონი დაარქივებული 2008-01-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
- ↑ Областной закон «Об установлении границ и наделении соответствующим статусом муниципального образования Ломоносовский муниципальный район и муниципальных образований в его составе». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2013-07-20.