ნიკოლსკოე (ტოსნოს რაიონი)
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ნიკოლსკოე Никольское | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | ტოსნოს რაიონი |
კოორდინატები | 59°42′00″ ჩ. გ. 30°47′00″ ა. გ. / 59.70000° ჩ. გ. 30.78333° ა. გ. |
დაარსდა | 1710 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1990 |
ფართობი | 10 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული |
მოსახლეობა | 19 280 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +7 81361 |
საფოსტო ინდექსი | 187026 |
საავტომობილო კოდი | 47 |
ოფიციალური საიტი | http://nikolskoecity.ru/ |
ნიკოლსკოე (რუს. Никольское) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. ნოკოლსკოეს საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის აღწერით მოსახლეობა 19 280 ადამიანს შეადგენდა, ამ მონაცემებით ქალაქი მეორე ადგილზე იყო ტოსნოს რაიონში. მდებარეობს რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ტოსნას ნაპირას. სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ში, ტოსნოს ჩრდილოეთით 19 კმ-ში. ქალაქი წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ სამრეწველო ცენტრს.
ქალაქის სახელწოდება წარმოდგება წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელიდან.
პირველად ნოკოლსკოეს ადგილას სოფელი დაარსდა 1710 წელს, როდესაც პეტრე დიდის ბრძანებით სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე დასახლებებში 4720 კალატოზი გადმოასახლეს რუსეთის ცენტრალური რაიონებიდან, ძირითადად მოსკოვის გუბერნიიდან.