ბოქსიტოგორსკის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები: 59°29′ ჩ. გ. 34°40′ ა. გ. / 59.483° ჩ. გ. 34.667° ა. გ. / 59.483; 34.667

ბოქსიტოგორსკის რაიონი
Бокситогорский район
დროშა
Flag of Boksitogorsky rayon.svg
გერბი
Coat of Arms of Boksitogorsky rayon (Leningrad oblast).svg
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სტატუსი მუნიციპალური რაიონი
შედის ლენინგრადის ოლქი
მოიცავს 11 მუნიციპალურ დასახლებას
ადმინისტრაციული ცენტრი ბოქსიტოგორსკი
მსხვილი ქალაქები პიკალიოვო, ბოქსიტოგორსკი
შექმნის თარიღი 25 ივლისი, 1952
მეთაური ანატოლი გოლოვანოვი
მოსახლეობა (2010)
Decrease2.svg53 842[1] კაცი (14 ადგილი)
სიმჭიდროვე 7,49 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
ფართობი 7 180 კმ² (3 ადგილი)
დროის სარტყელი +4
სატელეფონო კოდი +7 81366
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
47
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Boksitogorsky District

ბოქსიტოგორსკის რაიონი (რუს. Бокситогорский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბოქსიტოგორსკი, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელი. წარმოიქმნა 1952 წლის 25 ივლისს. 1963—65 წლებში შედიოდა ტიხვინის სასოფლო რაიონის შემადგენლობაში. რაიონის ფართობია 7,18 ათასი კმ², რაც ოლქის ფართობის 9,59%-ს შეადგენს.

მოსახლეობა 2010 წლის აღწერით 53 842 ადამიანს შეადგენდა.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ძირითადი ნაწილი ტიხვინის მაღლობზე მდებარეობს, აბსოლუტური სიმაღლე — ზღვის დონიდან 150-250 მეტრი, ხოლო დასავლეთი ნაწილი კი ტიხვინის დაბლობზე მდებარეობს, სიმაღლე — 50-100 მეტრი. ბოქსიტოგორსკის რაიონის ტერიტორიაზე მოიპოვება დოლომიტი და ტორფი. კლიმატი — ზომიერი-კონტინენტურია. ივლისის საშუალო ტემპერატურა — 17 °C, იანვრის — −10 °C. ნალექების წლიური რაოდენობა — 650—700 მმ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 53 842 ადამიანს შეადგენდა, რაც ლენინგრადის ოლქის მოსახლეობის 3,13% იყო. ამ მაჩვენებლით რაიონი მე-14 ადგილს იკავებდა ოლქის შემადგენლობაში. ურბანიზაციის დონე 77,55%-ია, რაც საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ქალაქის მოსახლეობა 41 758 ადამიანს შეადგენს. რაიონში მდებარეობს ორი ქალაქი — პიკალიოვო და ბოქსიტოგორსკი. სოფლის მოსახლეობა 12 084 ადამიანს შეადგენს, სულ რაიონში 184 სასოფლო დასახლებული პუნქტია.

ბოქსიტოგორსკის რაიონის მოსახლეობის დინამიკა
წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1959 52 875[2] 1959 წლის აღწერა ეფიმოვსკის რაიონის გარეშე (28 562 ადამ.)
1970 55 665[3] 1970 წლის აღწერა ბოქსიტოგორსკის გარეშე (22 248 ადამ.)
1979 49 999[4] 1979 წლის აღწერა ბოქსიტოგორსკის გარეშე (23 212 ადამ.)
1989 49 452[5] 1989 წლის აღწერა ბოქსიტოგორსკის გარეშე (21 839 ადამ.)
2002 17 698[6] 2002 წლის აღწერა ბოქსიტოგორსკისა (18 128 ადამ.) და პიკალიოვოს გარეშე (23 325 ადამ.)
2010 53 842[1] 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]