კინგისეპის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კინგისეპის რაიონი
Кингисеппский район
Ivangorod fortress 2009.jpg
დროშა
Flag of Kingisepp rayon (Leningrad oblast).png
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სტატუსი მუნიციპალური რაიონი
შედის ლენინგრადის ოლქი
ადმინისტრაციული ცენტრი კინგისეპი
მსხვილი ქალაქები კინგისეპი, ივანგოროდი
შექმნის თარიღი 1927
მეთაური ალექსანდრე ნევსკი
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა (2010)
78 183 კაცი (მე-7 ადგილი)
სიმჭიდროვე 26.15 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
რელიგია მართლმადიდებლობა, ლუთერანობა
ფართობი 2990 კმ² (მე-11 ადგილი)
კინგისეპის რაიონი რუკაზე
დროის სარტყელი +4
სატელეფონო კოდი +7 81375
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
47
ოფიციალური საიტი
OOjs UI icon logo-wikimediaCommons-invert.svg ვიკისაწყობში Kingiseppsky District

კინგისეპის რაიონი (რუს. Кингисеппский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კინგისეპი, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელწოდებაც. შეიქმნა 1927 წელს, ისტორიულად კინგისეპის რაიონის ტერიტორია მოიცავდა იამბურგის მაზრის ტერიტორიას, რომელიც 1783 წელს შეიქმნა. კინგისეპის რაიონს ჩრდილო-დასავლეთით — ლომონოსოვის, აღმოსავლეთითვოლოსოვის და სამხრეთითსლანცის რაიონები, ხოლო დასავლეთითესტონეთი ესაზღვრება. ჩრდილო-დასავლეთით გარშემორტყმულია ფინეთის ყურით. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 78 183 ადამიანს შეადგენდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის ტერიტორია ძირითადად დაბლობებისგან შედგება, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 0-150 მეტრია. აღმოსავლეთით მდებარეობს სოიკინსკის მაღლობი, ხოლო მდინარეების გასწვრივ ლუგისა და პლიუსკაიას დაბლობებია. რაიონის ტერიტორია მრავლადაა სხვადასხვა ბუნებრივი ნივთიერების ბუდობი. კლიმატი ზომიერი-კონტინენტურია, ივნისში საშუალო ტემპერატურა — 17 °C, ხოლო იანვარში − 8°C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 550—700 მმ-ია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1783 წელს სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის შემადგენლობაში წარმოიქმნა იამბურგის მაზრა, რომლის ცენტრიც ქალაქი იამბურგი (დღევანდელი კინგისეპი) იყო. 1922 წელს ამ რაიონს კინგისეპის რაიონი ეწოდა. 1927 წელს ლენინგრადის ოკრუგის შემადგენლობაში წარმოიქმნა კინგისეპის რაიონი, ის კინგისეპის მაზრის ოთხი რაიონიდან ერთ-ერთი იყო. 1930 წელს ოკრუგების გაუქმების შემდეგ რაიონი ლენინგრადის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1931 წლის იანვარში კინგისეპის რაიონის შემადგენლობაში შევიდა გაუქმებული კოტელსკის რაიონის ტერიტორია. 1935—1940 წლებში კინგისეპის რაიონი ექვემდებარებოდა კინგისეპის ოკრუგს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა ვოლოსოვისა და ოსმინსკის რაიონებს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1959 48 995[1] 1959 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა
1970 53 672[2] 1970 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა
1979 34 580[3] 1979 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა კინგისეპის გარეშე (38 784 ადამ.)
1989 34 081[4] 1989 წლის საყოველთაო საკავშირო აღწერა კინგისეპის გარეშე (49 954 ადამ.)
2002 20 408[5] 2002 წლის აღწერა კინგისეპისა და (50 295 ადამ.) ივანგოროდის გარეშე (11 209 ადამ.)
2010 78 183 2010 წლის აღწერა

2010 წლის აღწერის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 78 183 ადამიანს შეადგენდა, რაც ლენინგრადის ოლქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4,55 %-ია. ამ მონაცემებით იგი ოლქში მეშვიდე ადგილზეა.

ურბანიზაციის დონე 65,99 %-ია, რაც საშუალო საოლქო მაჩვენებელზე მაღალია. ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 58 342 ადამიანს შეადგენს. რაიონში ორი ქალაქია — კინგისეპი და ივანგოროდი. რაიონის მთლიანი მოსახლეობის დაახ. 62 % კინგისეპში ცხოვრობს. იგეგმება ახალი, 34,5 ათასიანი საპორტო ქალაქის მშენებლობა საზღვაო პორტ უსტ-ლუგას (სოფელი კრაკოლე) მიდამოებში.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]