ესტონელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ესტონელი)
ესტონელები
საერთო მოსახლეობა
დაახ. 1.1 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ესტონეთის დროშა ესტონეთი 924,100[1]
ფინეთის დროშა ფინეთი 29,080[2]
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 25,000
დროშა: კანადა კანადა 23,930[3]
რუსეთის დროშა რუსეთი 24,000
შვედეთის დროშა შვედეთი 23,000
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო 14,000[4]
დროშა: ავსტრალია ავსტრალია 7,543[5]
გერმანიის დროშა გერმანია 5,000
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 2,871[6]
დროშა: უკრაინა უკრაინა 2,868[7]
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია 2,373[8]
ლატვიის დროშა ლატვია 2,000[9]
დროშა: ბელგია ბელგია 2,000[10]
ენები ესტონური
ვირუ
სეტო
რელიგიები უმეტესობა: არარელიგიური და ლუთერანი
ისტორიულად: ფინური კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრები

ესტონელები (ესტ. eestlased — ეესტლასედი) — ხალხი, ესტონეთის ძირითადი მოსახლენი (963 ათ.); ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (46,4 ათ.), აშშ-ში, კანადაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. წარმომავლობით განეკუთვნებიან ბალტიისპირა-ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. ესტონელების წინაპრები — ფინურენოვანი ტომები ესტონეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ. შემდეგ ათასწლეულებში მათ შემადგენლობაში შევიდნენ ბალტიისპირეთის, ნაწილობრივ ჩრდილოეთ-გერმანული (სკანდინავიური), ხოლო I ათასწლეულის დასასრულს აღმოსავლეთ სლავური ელემენტები. რუსულ მატიანეებში სხვა ბალტიისპირა ფინურ ტომებთან ერთად ჩუდებად იხსენიებიან, დასავლეთ ევროპულ წყაროებში — ესტებად. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII-XVI საუკუნეებში დასრულდა. XIII საუკუნეში მიიღეს კათოლიკობა, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 239.
  • Petersoo, Pille (January, 2007). [doi.org/10.1111/j.1469-8129.2007.00276.x „Reconsidering otherness: constructing Estonian identity“] შეამოწმეთ |url=-ის მნიშვნელობა (დახმარება). Nations and Nationalism. 13 (1): 117–133. doi:10.1111/j.1469-8129.2007.00276.x. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PO0222: POPULATION BY SEX, ETHNIC NATIONALITY AND COUNTY, 1 JANUARY. Statistics Estonia (2011). ციტირების თარიღი: 19 January 2012.
  2. http://www.stat.fi/tup/suoluk/suoluk_vaesto_en.html
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-20. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
  4. 14,000 Estonian mother tongue speakers in the UK
  5. 2054.0 Australian Census Analytic Program: Australians' Ancestries (2001 (Corrigendum)). Australian Bureau of Statistics (2001). ციტირების თარიღი: 17 September 2011.
  6. Population, by Norwegian/foreign citizenship and country background. Statistics Norway (1 January 2011). ციტირების თარიღი: 17 September 2011.
  7. The distribution of the population by nationality and mother tongue. State Statistics Committee of Ukraine (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
  8. CSO - Statistics: Persons usually resident or present in the State on Census Night, classified by place of birth and age group
  9. On key provisional results of Population and Housing Census 2011. Central Statistical Bureau of Latvia (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-06. ციტირების თარიღი: 2012-01-23.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2012-01-23.