გატჩინის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გატჩინის რაიონი
Гатчинский район
Gatchina rayon administration building.jpg
დროშა
Flag of Gatchina rayon (Leningrad oblast).png
გერბი
Coat of Arms of Gatchina rayon (Leningrad oblast).svg
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სტატუსი მუნიციპალური რაიონი
შედის ლენინგრადის ოლქი
ადმინისტრაციული ცენტრი გატჩინა
მსხვილი ქალაქები გატჩინა, კომუნარი
შექმნის თარიღი 1927 წლის სექტემბერი
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა (2010)
233 396 კაცი (2 ადგილი)
სიმჭიდროვე 79.39 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
ფართობი 2850.3 კმ² (13 ადგილი)
გატჩინის რაიონი რუკაზე
დროის სარტყელი +4
სატელეფონო კოდი +7 81371
საფოსტო ინდექსები 1883xx
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
47
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Gatchinsky District

გატჩინის რაიონი (რუს. Гатчинский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გატჩინა, საიდანაც მომდინარეობს რაიონის სახელიც. წარმოიქმნა 1927 წლის სექტემბერში. გატჩინის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული იყო გატჩინის მაზრა, რომელიც 1922 წელს შეიქმნა, 1923 წელს კი სახელი შეეცვალა და ეწოდა ტროცკის მაზრა. რაიონის ფართობი 2850.3 კმ²-ს შეადგენს. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 233 396 ადამიანს შეადგენდა.

გატჩინის რაიონი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, აღმოსავლეთიდანტოსნოს, სამხრეთიდანლუჟსკის, დასავლეთიდანვოლოსოვის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან — ლომონოსოვის რაიონები ესაზღვრება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 233 396 ადამიანს შეადგენდა, რაც ლენინგრადის ოლქის მოსახლეობის 13,59 % შეადგენს. ამ მაჩვენებლით რაიონი მეორე ადგილს იკავებს ოლქში. შედარებით მჭიდროდაა დასახლებული რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. ჩრდილოეთი ნაწილი სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის შემადგენლობაში შედის. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიგრაციას განიცდის, ისინი ძირითადად სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან სანქტ-პეტერბურგში.

გატჩინის რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო შენიშვნა
1959 118 103[1] 1959 წლის აღწერა გატჩინის გარეშე (36 725 ადამ.)
1970 123 184[2] 1970 წლის აღწერა გატჩინის გარეშე (63 292 ადამ.)
1979 128 735[3] 1979 წლის აღწერა გატჩინის საქალაქო საბჭოს გარეშე (76 181 ადამ.)
1989 138 022[4] 1989 წლის აღწერა გატჩინის საქალაქო საბჭოს გარეშე (80 375 ადამ.)
2002 132 010[5] 2002 წლის აღწერა გატჩინის გარეშე (88 659 ადამ.)
2010 233 396 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]