გატჩინა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გატჩინა რუს. Гатчина | |||||
გატჩინას სასახლე | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
კოორდინატები | 59°34′00″ ჩ. გ. 30°08′00″ ა. გ. / 59.56667° ჩ. გ. 30.13333° ა. გ. | ||||
მმართველი | ალექსანდრე კალუგინი | ||||
პირველი ხსენება | 1499 | ||||
ადრეული სახელები |
1923 წლამდე — გატჩინა,გატჩინო; 1929 წლამდე — ტროცკი; 1944 წლამდე — კრასნოგვარდეისკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1796 | ||||
ფართობი | 28,75 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა|რუსული | ||||
მოსახლეობა | 92 937 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 3233 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81371 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188300—188310, 188319 | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | gatchina-meria.ru | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გატჩინა (რუს. Гатчина, ფინ. Hatsina) — ქალაქი (1796 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, გატჩინის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 92 937 ადამიანს შეადგენდა, ქალაქი ლენინგრადის ოლქის ყველაზე დიდი დასახლებაა მოსახლეობის რიცხოვნობით.
ქალაქი ლენინგრადის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სანქტ-პეტერბურგის საზღვრიდან 8 კმ-ით, ხოლო მისი ისტორიული ცენტრიდან 41 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქი ლენინგრადის ოლქის მნიშვნელოვან სამრეწველო, სასწავლო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქში მდებარეობს მუზეუმი „გატჩინა“, ქალაქის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
1798 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ლვოვის პროექტის მიხედვით ააშენეს სამონასტრო სასახლე, რომელიც მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. 1801 წელს პავლე I-ის სიკვდილის შემდეგ გატჩინის მმართველი მისი მეუღლე მარია ფიოდოროვნა გახდა[1]. 1900 წელს მსოფლიო ექსპოზიციაზე პარიზში გატჩინა რუსეთის ყველაზე კეთილმოწყობილ ქალაქად დასახელდა, რუსეთში არსებულ პატარა დასახლებულ პუნქტებს შორის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ადმინისტრაციის საიტი დაარქივებული 2008-06-03 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია ქალაქის შესახებ ენციკლოპედიაში „ჩემი ქალაქი“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Дворец и парк Гатчины в документах, письмах и воспоминаниях. XIX век. გვ. 12, 156-158, 432