კირიშის რაიონი
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
კირიშის რაიონი Киришский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | კირიში[1] | ||||
შიდა დაყოფა | Budogoshchskoye urban settlement[1] , Kirishskoye urban settlement[1] , Glazhevskoye rural settlement[1] , Kusinskoye rural settlement[1] , Pchyovzhinskoye rural settlement[1] და Pchevskoye rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 59°27′19″ ჩ. გ. 32°02′11″ ა. გ. / 59.45528° ჩ. გ. 32.03639° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აგვისტო, 1927 | ||||
ფართობი | 3019.3 კმ² | ||||
მოსახლეობა | 63 764 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 21.51 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81368 | ||||
ოფიციალური საიტი | admkir.ru | ||||
კირიშის რაიონი (რუს. Киришский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კირიში. რაიონი მდებარეობს ლენინგრადის ოლქის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ვოლხოვისა და მისი შენაკადის — პჩიოვჟის აუზში. ფართობი 3019,3 კმ²-ია. ჩრდილოეთით — ვოლხოვის, აღმოსავლეთით — ტიხვინის, დასავლეთით — ტოსნოს და ჩრდილო-დასავლეთით — კიროვის რაიონები ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით — ნოვგოროდის ოლქი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წლის 1 იანვარს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმების შედეგად ვოლხოვის მაზრის გარკვეული ნაწილისგან, ახლანდელი კირიშის რაიონის ტერიტორიაზე, წარმოიქმნა ანდრეევსკისა (ადმ. ცენტრი — სოფელი ანდრეევო) და ბუდოგოშჩის (ადმ. ცენტრი — დაბა ბუდოგოშჩი) რაიონები. 1930 წელს ოკრუგების გაუქმების შედეგად ზემოთ ნახსენები რაიონები უშუალოდ დაექვემდებარენ ლენინგრადის ოლქის ადმინისტრაციას.
1931 წლის 30 სექტემბერს ანდრეევსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი სოფელ ანდრეევოდან სოფელ კირიშში გადავიდა, ხოლო რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა კირიშის რაიონი. 1932 წლის 1 იანვარს ბუდოგოშჩენსკის რაიონი რაიონი გაუქმდა, მისი ტერიტორია კი კირიშის რაიონს შეუერთდა.
2006 წლის 1 იანვრიდან კირიშის რაიონს მუნიციპალური რაიონის სტატუსი მიენიჭა, მის ფარგლებში წარმოიქმნა 2 საქალაქო და 4 სასოფლო დასახლება, ქალაქი კირიში რაიონის შემადგენლობაში შევიდა, როგორც საქალაქო დასახლება.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | მუნიციპალური ერთეულის დასახელება |
მოსახლეობა | დასახლებული პუნქტების რაოდენობა |
ადმ. ცენტრი |
---|---|---|---|---|
1 | ბუდოგოშჩის საქალაქო დასახლება | 4 756 | 30 | ბუდოგოშჩი (დაბა) |
2 | გლაჟევოს სასოფლო დასახლება | 2 942 | 20 | გლაჟოვო (დაბა) |
3 | კირიშის საქალაქო დასახლება | 52 657 | 1 | კირიში (ქალაქი) |
4 | კუსინოს სასოფლო დასახლება | 1 092 | 10 | კუსინო (სოფელი) |
5 | პშიოვჟას სასოლფო დასახლება | 1 245 | 7 | პშიოვჟა (დაბა) |
6 | პჩევას სასოფლო დასახლება | 1 420 | 9 | პჩევა (სოფელი) |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- კირიშის რაიონი ლენინგრადის ოლქის საიტზე
- ლენინგრადის ოლქის არქიტექტურის ძეგლები, მოკლე სია: კირიშის რაიონი