კანემის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კანემის რეგიონი
ფრანგ. Kanem
არაბ. منطقة كانم
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Mao
შიდა დაყოფა Kanem Department, Nord Kanem და Wadi Bissam
კოორდინატები 14°07′10″ ჩ. გ. 15°18′48″ ა. გ. / 14.11944° ჩ. გ. 15.31333° ა. გ. / 14.11944; 15.31333
ფართობი 75 000 კმ²
მოსახლეობა 354 603 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

კანემის რეგიონი (ფრანგ. Kanem, არაბ. منطقة كانم) — ჩადის რეგიონი. დასახელება წარმოსდგება კანემის ისტორიული რეგიონისაგან, რომელიც შუა საუკუნეებში შედიოდა კანემის იმპერიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაო. ფართობი — 75 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 354 603 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანემის რეგიონი მდებარეობს ჩადის დასავლეთით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ბორკუს რეგიონი, აღმოსავლეთით ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონი, სამხრეთით ლაკის რეგიონი, დასავლეთით ნიგერი. კანემის რეგიონზე გადის სტრატეგიული ტრანსსაჰარული ავტომაგისტრალი ნჯამენა — ბარდაი (ტიბესტის მთიანეთში).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანემის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ: ტუბუს ხალხი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 48 %), კანემბუ (40,5 %) და ჩადის არაბები (5 %).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანემის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — კანემი, ჩრდილოეთი კანემი და უადი-ბისამი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]