კალაპოტი
იერსახე
კალაპოტი — ხეობის ნაწილი, რომელიც წყლის ნაკადს უკავია. კალაპოტი შესაძლოა რამდენიმე მეტრიდან ათეული კილომეტრი სიგანის იყოს. ბარის მდინარეთა კალაპოტი მეტწილად დაკლაკნილი ან დატოტვილია, უმთავრესად ლამით, ქვიშითა და ხრეშით მოფენილი. მთის მდინარეთა კალაპოტი უფრო სწორი, ლოდნარიანი, ჭორომიანი და ჩანჩქერიანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 327.
|