ირანის წარმომადგენელმა გაეროშიმოჰამედ ხაზაიმ განაცხადა, რომ სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე მართებული იქნებოდა ის, რომ სცნონ ირანი როგორც ბირთვული პოტენციალის მქონე ბირთვული სახელმწიფო, რომელიც მზადაა ითანამშრომლოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ბირთვული იარაღის არგავრცელება (ამერიკის ხმა).
მიმდინარე მოვლენები 19 იანვარი, 2011 (2011-01-19) (ოთხშაბათი)
იორდანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ისევე როგორც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით (რადიო თავისუფლება).
ალბანეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ კვირაში მოკლული სამი დემონსტრანტის ხსოვნის პატივსაცემად. ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას მთავრობის გადადგომას. (რადიო თავისუფლება)
კაიროში რეგულარული არმიის ნაწილები გამოჩნდნენ, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაწყებული შეტაკებების გამო. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ბრძანება გასცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. რადიო თავისუფლება
მიმდინარე მოვლენები 29 იანვარი, 2011 (2011-01-29) (შაბათი)
სამხრეთ სუდანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ჩრდილოეთისგან გამოყოფას სამხრეთის მოსახლეობის 99.57-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 31 იანვარი, 2011 (2011-01-31) (ორშაბათი)