აფეთქება კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე (2011)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აფეთქება კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე (11:00 სთ, 11 იანვარი, 2011, კრწანისი, საქართველო) — ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შემთხვევა თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის საწვრთვნელ პოლიგონზე, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონში. აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი და დაიჭრა 13. დილის 11:00 საათისთვის წვრთვნის დროს აფეთქდა 120 მმ–იანი ნაღმმტყორცნის ჭურვი, რაც ოფიციალური წინასწარი ინფორმაციით „სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია“[1][2].

დაშავებული ჯარისკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია[1]. წინასწარი გამოძიებით შემთხვევა გამოწვეულია უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, რის გამოც დაკავებულია სამი პასუხისმგებელი სამხედრო პირი[3].

რესრუსრები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სივილ ჯორჯია: კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებამ სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა.
  2. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი: თავდაცვის სამინისტრო კრწანისის ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  3. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი: სამხედრო პოლიციამ სამი სამხედრო პირი დააკავა.