შინაარსზე გადასვლა

ვარგავი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვარგავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ვარგავი
კოორდინატები 41°30′50″ ჩ. გ. 43°21′06″ ა. გ. / 41.51389° ჩ. გ. 43.35167° ა. გ. / 41.51389; 43.35167
ცენტრის სიმაღლე 1720
მოსახლეობა 53[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარგავი — საქართველო
ვარგავი
ვარგავი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარგავი
ვარგავი — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ვარგავი

ვარგავისოფელი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ასპინძის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვარგავი, თოკი).[1]

მდებარეობს ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 32 კილომეტრით. სოფლის მიდამოებშია ტუფის საბადო.

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ვარგავი ოსმალთაგან დაპყრობილი ჯავახეთის გაუკაცრიელებულ სოფლად არის მოხსენიებული. მაშინ იგი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში და გადასახადად ჰქონდა შეწერილი 3000 ახჩა. ადგილობრივთა გადმოცემით, სოფელში ამჟამად მცხოვრები გვარები (შეშაბერიძე, ლაზარაშვილი, თარხნიშვილი, თამაზაშვილი, დათიაშვილი, დავლაშერიძე) აქ XIX საუკუნის I ნახევარში დასახლებულან. მაშინ იგი უკვე ნასოფლარი ყოფილა.

ვარგავში არის გვიანდელი ხანის ეკლესიის ნანგრევი, ე. წ. „იესოს გული“, რომელსაც არავითარი მორთულობა არ აქვს, სასაფლაო სამია: ქართველების, „ფრანგების“ (კათოლიკური) და სომხების. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით „პატარა“ და „დიდი სერებია“ გალავნიანი ნასახლარების ნანგრევები. შემორჩენილია ასევე შეშაბერიძეების ტრადიციული სახლი დარბაზის ნაშთით. სოფელში არის 2002 წელს ძველი ეკლესიის სიახლოვეს აგებული მარიამ დედუფლის სახელობის ლათინურ-კათოლიკური ტაძარი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 105[2]
2014 53
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.