ერონგოს რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
ერონგოს რეგიონი ინგლ. Erongo Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Swakopmund |
შიდა დაყოფა | Arandis Constituency, Dâures Constituency, Karibib Constituency, Omaruru Constituency, Swakopmund Constituency, Walvis Bay Rural Constituency და Walvis Bay Urban Constituency |
კოორდინატები | 22°00′00″ ს. გ. 15°35′24″ ა. გ. / 22.00000° ს. გ. 15.59000° ა. გ. |
ფართობი | 63 579 კმ² |
მოსახლეობა | 150 809 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2,37 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
საავტომობილო კოდი | S, KA, OM, U, WB და AR |
ოფიციალური საიტი | www.erc.com.na erc.com.na www.erc.com.na |
ერონგოს რეგიონი (ინგლ. Erongo Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ნამიბიის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ცენტრში. ფართობი შეადგენს 63 579 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 150 809 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი სვაკოპმუნდი,
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონს დასახელება მისცა აქ მდებარე ერონგოს მთებმა. რეგიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, უკავია ჩონჩხების ნაპირს. სვაკოპმუნდის სიახლოვეს, ეგრეთ წოდებულ სელაპების კონცხზე, შესაძლებელია მთელი წელიწადი დავაკვირდეთ ამ ცხოველების დიდ კოლონიას. ცივი ბენგელის ნაკადის გამო ერონგოს რეგიონის სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერონგოს რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად დასახლებული რეგიონია ქვეყანაში. აქ ასევე მდებარეობს ნამიბიის ყველაზე დიდი საოკეანო პორტი — უოლფიშ-ბეი. ქალაქის ამ აგლომერაციის ჩრდილოეთით და სამხრეთით და სანაპიროდან კონტინენტის სიღრმეში მდებარეობს უდაბნო. სხვა დიდი ქალაქებია — ომარურუ, არანდისი, უსაკოსი, კარიბიბი, ჰენტის-ბეი[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით ერონგოს რეგიონი იყოფა 7 ოლქად:
- Arandis
- Dâures
- Karibib
- Omaruru
- Swakopmund
- Walvis Bay Rural
- Walvis Bay Urban
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
- ↑ Erongo: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-03. ციტირების თარიღი: 2013-01-28.
|