ოჰანგვენის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ოჰანგვენის რეგიონი
ინგლ. Ohangwena Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Eenhana
შიდა დაყოფა Eenhana Constituency, Endola Constituency, Engela Constituency, Epembe Constituency, Ohangwena Constituency, Okongo Constituency, Omulonga Constituency, Omundaungilo Constituency, Ondobe Constituency, Ongenga Constituency, Oshikango Constituency და Oshikunde Constituency
კოორდინატები 17°36′00″ ს. გ. 16°48′00″ ა. გ. / 17.60000° ს. გ. 16.80000° ა. გ. / -17.60000; 16.80000
ფართობი 10 703 კმ²
მოსახლეობა 245 446 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 22,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი http://www.arc.org.na/home.php?pn=ohangwena_council

ოჰანგვენის რეგიონი (ინგლ. Ohangwena Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს ჩრდილოეთში, ანგოლასთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. ფართობი შეადგენს 10 703 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 245 446 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ეენჰანა (მოსახლეობა — დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ტერიტორია წარმოადგენს ხშირი ბალახით დაფარულ სავანას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს ოვამბოს ტომის ხალხი. ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას (თანაფარდობა დაახლოებით 83:100). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოჰანგვენის რეგიონში საკმაოდ დაბალია: მამაკაცებისთვის 43 წელი, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 45 წელს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი იყოფა 11 ოლქად:

  • Eenhana
  • Endola
  • Engela
  • Epembe
  • Ohangwena
  • Okongo
  • Omundaungilo
  • Ondobe
  • Ongenga
  • Oshikango
  • Oshikunde (შეიქმნა 2013 წელს)

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი წარმოადგენს ტიპურ, ექსტენსიურად განვითარებად სასოფლო-სამეურნეო რეგიონს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ, რეგიონის ტერიტორიაზე ანგოლის საზღვართან გაყვანილი იქნა თანამედროვე ავტოგზები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]