აღმოსავლეთი კავანგო
რეგიონი | |
---|---|
აღმოსავლეთი კავანგო ინგლ. Kavango East Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | რუნდუ |
შიდა დაყოფა | Mashare Constituency, Mukwe Constituency, Ndiyona Constituency, Ndonga Linena Constituency, Rundu Rural East Constituency და Rundu Urban Constituency |
კოორდინატები | 17°59′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. / 17.98333° ს. გ. 20.81667° ა. გ. |
დაარსდა | 2013 |
ფართობი | 25 576 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 136 823 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 5,36 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
აღმოსავლეთი კავანგო (ინგლ. Kavango East Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიქმნა 2013 წლის 8 აგვისტოს ოკავანგოს რეგიონის გაყოფის გზით დასავლეთ და აღმოსავლეთ კავანგოს რეგიონებად. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ფართობი შეადგენს 25 576 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 136 823 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი რუნდუ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოლოგიური თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი წარმოადგენს კალაჰარის პლატოს ჩრდილოეთ გაგრძელებას და მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მეტ სიმაღლეზე. რადგანაც აქ ყოველწლიურად მოდის ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რეგიონი მცენარეული საფარით საგრძნობლად განსხვავდება გვალვიან ცენტრალურ და სამხრეთის რაიონებისგან. რეგიონის ტერიტორია ასევე ირწყვება მდინარე ოკავანგოს და მისი შენაკადების წყლით. ამ მდინარეზე 200 კმ-ის მანძილზე გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და ანგოლას შორის. რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას.
აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰაუდომის ეროვნული პარკი და ასევე მაჰანგოს ნაკრძალი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონს სახელი დაერქვა აქ მცხოვრები კავანგოს ტომის ხალხის სახელის მიხედვით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი იყოფა 6 ოლქად[2][3]:
- Mashare
- Mukwe
- Ndiyona
- Ndonga Linena
- Rundu Rural
- Rundu Urban
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
- ↑ Haufiku, Mathias (22 August 2013). „Kavango awaits second governor“. New Era. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2016.
- ↑ Nakale, Albertina (9 August 2013). „President divides Kavango into two“. New Era. allafrica.com.
|