დასავლეთი კავანგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
დასავლეთი კავანგო
ინგლ. Kavango West Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Nkurenkuru
კოორდინატები 17°58′00″ ს. გ. 18°55′00″ ა. გ. / 17.96667° ს. გ. 18.91667° ა. გ. / -17.96667; 18.91667
დაარსდა 2013
ფართობი 23 166 კმ²
მოსახლეობა 86 529 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3,74 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
Namibia - Kavango-West.svg

დასავლეთი კავანგო (ინგლ. Kavango West Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიქმნა 2013 წლის 8 აგვისტოს ოკავანგოს რეგიონის გაყოფის გზით დასავლეთ და აღმოსავლეთ კავანგოს რეგიონებად. ფართობი შეადგენს 23 166 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 86 529 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ნკურენკურუ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ოკავანგო

რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. რეგიონის ჩრდილოეთით მდინარე ოკავანგოზე გადის ანგოლასთან სახელმწიფო საზღვარი.

დასავლეთი კავანგოს რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული პარკი მანგეტი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონს სახელი დაერქვა აქ მცხოვრები კავანგოს ტომის ხალხის სახელის მიხედვით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი კავანგოს რეგიონი იყოფა 8 ოლქად[2][3]:

  • Kapako
  • Mankumpi
  • Mpungu
  • Musese
  • Ncamangoro
  • Ncuncuni
  • Nkurenkuru
  • Tondoro

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  2. Haufiku, Mathias (22 August 2013). „Kavango awaits second governor“. New Era. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2016.
  3. Nakale, Albertina (9 August 2013). „President divides Kavango into two“. New Era. allafrica.com.