ომარურუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქი
ომარურუ
Missionshaus in Omaruru.jpg
გერბი
Wappen Omaruru - Namibia.jpg

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
რეგიონი ერონგოს რეგიონი
კოორდინატები 21°26′00″ ს. გ. 15°56′00″ ა. გ. / 21.43333° ს. გ. 15.93333° ა. გ. / -21.43333; 15.93333
დაარსდა 1863
ფართობი 352 კმ²
მოსახლეობა 6 300 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1
ომარურუ — ნამიბია
ომარურუ

ომარურუქალაქი ნამიბიაში,[1] ერონგოს რეგიონში. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 6 300 ადამიანს შეადგენს,[2] ფართობი 352 კმ²-ს.[3] მდებარეობს ერონგოს მთის სიახლოვეს, სეზონურ მდინარე ომარურუს ნაპირებზე. ომარურუზე გადის ქალაქ სვაკოპმუნდისა და ოჩივარონგოს დამაკავშირებელი გზა.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომარურუ 1863 წელს ვილჰელმ ცერაუამ დააარსა.[4] 1871 წელს ომარურუში გაიხსნა ლუდის ქარხანა. ამავე პერიოდში, შვედმა ორინთოლოგმა აქსელ ერიქსონმა დააარსა სავაჭრო პოსტი, რომელზეც 1878 წლისთვის ორმოცი თეთრკანიანი იყო დასაქმებული.[5] ერიქსონის ბიზნესი დამყარებული იყო სამხრეთ ანგოლასა და კაპის კოლონიას შორის მიმდინარე ვაჭრობაზე, რომელიც რეგიონულ სავაჭრო გზებს საჭიროებდა.[6]

ქალაქი ძირითადად ვითარდებოდა 1872 წელს გერმანელი მქადაგებლის, გოტლიბ ვიეჰეს მიერ დაარსებული მისიის ირგვლივ.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომარურუს მართავს მუნიციპალური საბჭო, რომელშიც ამჟამად შვიდი წევრი შედის.[7] წარმოადგენს ომარურუს საარჩევნო ოლქის რაიონულ ცენტრს.

ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომარურუ ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომელიც წყლის მილსადენების ქსელ NamWater-ს არაა მიერთებული. საჭირო წყალს ქალაქი მდინარე ომარურუს მიდამოებში გაყვანილი ჭაბურღილებიდან იღებს.[8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Local Authorities. Association of Local Authorities in Namibia (ALAN). ციტირების თარიღი: 1 October 2012.
  2. Table 4.2.2 Urban population by Census years (2001 and 2011). Namibia 2011 - Population and Housing Census Main Report. Namibia Statistics Agency. ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  3. „ELECTIONS 2010: Erongo regional profile“. New Era. 16 November 2010.
  4. „Quantify German repatriation, Venaani says“. The Namibian. NAMPA. 8 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2017.
  5. Christison, G. BEYOND THE PALE: DAMARALAND & OVAMBOLAND. ციტირების თარიღი: 19 Nov 2009.[მკვდარი ბმული]
  6. Sellström, Tor. (1999)Sweden and National Liberation in Southern Africa: Volume 1. Nordiska Afrikainstitutet, Uppsala. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 19 Nov 2009.
  7. „Know Your Local Authority“. Election Watch (3). Institute for Public Policy Research. 2015. p. 4.
  8. Hartmann, Adam (2 April 2013). „Omaruru running dry“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2017.