კარასის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარასის რეგიონი
ინგლ. ǁKaras Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 7 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი კიტმანსჰუპი
მოსახლეობა (2011)
77 421 კაცი (13 ადგილი)
სიმჭიდროვე 0,48 კაცი/კმ²
ფართობი 161 215 კმ² (1 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 2202
კარასის რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1
კოდი ISO 3166-2 NA-KA
ინდექის FIPS WA31

კარასის რეგიონი (ინგლ. ǁKaras Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი. ფართობი შეადგენს 161 215 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 77 421 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კიტმანსჰუპი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარასის რეგიონი ქვეყნის ყველაზე უფრო სამხრეთით მდებარე რეგიონია. სახელწოდება კარასი ჰოტენტოტური ენებზე ნიშნავს ალოეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარასის რეგიონის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია შროფენშტეინის მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან მდებარეობს 2202 მეტრზე. რეგიონი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრამდე. ატლანტის ოკეანის სანაპიროს ნაწილი ქალაქ ლუდერიცის ირგვლივ შედის შპერგებიტში — ბრილიანტის დახურულ ზონაში. შპერგებიტის აღმოსავლეთით, სანაპირო ტერიტორიასთან, მდებარეობს დიდი საფეხურის ქედის ტოტებიტირასის მთები. კარასის რეგიონში ასევე შედის პინგვინების კუნძულების უმრავლესობა, რომლებიც მდებარეობენ ატლანტის ოკეანის ნამიბიის სანაპიროზე. რეგიონის სამხრეთში, მდინარე ორანჟზე, გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კარასის რეგიონი იყოფა 7 ოლქად[2]:

  • Berseba
  • Karasburg East
  • Karasburg West
  • Keetmanshoop Rural
  • Keetmanshoop Urban
  • ǃNamiǂNûs
  • Oranjemund

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარასის რეგიონში გაყვანილია რკინიგზის ხაზი ლუდერიცი—კიტმანსჰუპი და ვინდჰუკი—კიტმანსჰუპი. კიტმანსჰუპი რკინიგზით დაკავშირებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.

ქალაქების — ორანიემუნდის და როშ-პინაჰის სიახლოვეს მდებარეობს ალმასის მადნის საბადოები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარასის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება მიტოვებული ქალაქი კოლმანსკოპი, მდინარე ფიშის კანიონი (სიდიდით მეორე პლანეტაზე), ფერმა გარიგანუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  2. Spelling according to the Proclamation by the President of the Republic of Namibia No. 25/2013 Creation of new regions and division and re-division of certain regions into constituencies: Regional Councils Act, 1992 (Government Gazette of the Republic of Namibia, No. 5261, 9 August 2013)