ოშიკოტოს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ოშიკოტოს რეგიონი
ინგლ. Oshikoto Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Omuthiya
კოორდინატები 18°30′00″ ს. გ. 17°00′00″ ა. გ. / 18.50000° ს. გ. 17.00000° ა. გ. / -18.50000; 17.00000
ფართობი 38 653 კმ²
მოსახლეობა 181 973 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4,71 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი oshikoto-rc.org
Namibia - Oshikoto.svg

ოშიკოტოს რეგიონი (ინგლ. Oshikoto Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი შეადგენს 38 653 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 181 973 ადამიანი[1]. 2008 წლის აგვისტომდე რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი იყო მეშახტეთა ქალაქი ცუმები, შემდეგ — ქალაქი ომუტია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოშიკოტოს რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს ოვამბოს და ჰერეროს ტომის ხალხი. უკანასკნელ წლებში რეგიონში შეიმჩნევა მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი იყოფა 11 ოლქად:

  • Eengodi
  • Guinas
  • Okankolo
  • Olukonda
  • Omuntele
  • Omuthiyagwiipundi
  • Onayena
  • Oniipa
  • Onyaanya
  • Tsumeb
  • Nehale lyaMpingana

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ჩრდილოეთით ეკონომიკის საფუძველია მიწადმოქმედება, ხოლო სამხრეთში — სამთომომპოვებული მრეწველობა (სპილენძი) და მეცხოველეობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]