კუნენეს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კუნენეს რეგიონი
ინგლ. Kunene Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Opuwo
შიდა დაყოფა Epupa Constituency, Kamanjab Constituency, Khorixas Constituency, Opuwo Rural Constituency, Opuwo Urban, Outjo Constituency და Sesfontein Constituency
კოორდინატები 18°03′20″ ს. გ. 13°50′26″ ა. გ. / 18.05556° ს. გ. 13.84056° ა. გ. / -18.05556; 13.84056
ფართობი 115 293 კმ²
მოსახლეობა 86 856 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 0,75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი http://www.arc.org.na/home.php?pn=kunene_council

კუნენეს რეგიონი (ინგლ. Kunene Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში. ფართობი შეადგენს 115 293 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 86 856 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ოპუვო. სხვა დიდი ქალაქებია — კჰორიხასი, ოუჩო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და ანგოლას შორის, დასავლეთით მის ტერიტორიას გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები, აღმოსავლეთით კუნენეს რეგიონი გადის ეტოშის ეროვნულ პარკთან. კუნენეს რეგიონმა თავისი დასახელება (როგორც ანგოლის კუნენეს პროვინციამ) მიიღო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარე კუნენესგან.

ატლანტის ოკეანის სანაპირო, რომელიც იწყება მდინარე კუნენეს დელტის ჩრდილოეთით, ჩონჩხების ნაპირის ნაწილია. შემდეგ, კონტინენტის სიღრმეში მდებარეობს ნამიბის უდაბნო. ანგოლის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს კუნენეს ტერიტორიაზე მდებარეობენ ჰარტმანის და ჯუბერტის მთები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში უპირატესად ცხოვრობენ ჰერეროს და ჰიმბას ტომის ხალხის წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კუნენეს რეგიონი იყოფა 6 ოლქად:

  • Epupa
  • Kamanjab
  • Khorixas
  • Opuwo
  • Outjo
  • Sesfontein

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]