ომუსატის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ომუსატის რეგიონი
ინგლ. Omusati Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი Outapi
კოორდინატები 18°24′00″ ს. გ. 14°48′00″ ა. გ. / 18.40000° ს. გ. 14.80000° ა. გ. / -18.40000; 14.80000
ფართობი 26 573 კმ²
მოსახლეობა 243 166 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 9,15 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ISO 3166 კოდი NA-OS
ოფიციალური საიტი http://www.omusatirc.gov.na/
Namibia - Omusati.svg

ომუსატის რეგიონი (ინგლ. Omusati Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთში, ანგოლის სახელმწიფო საზღვართან. ფართობი შეადგენს 26 573 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 243 166 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ოუტაპი.

ომუსატის რეგიონი — ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის (სვაპო-SWAPO) და ნამიბიის პირველი პრეზიდენტისსემ ნუიომას სამშობლოა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველად (1965—1990 წლებში) ომუსატის ტერიტორია შედიოდა ფორმალურად დამოუკიდებელ ბანტუსტან ოვამბოლენდში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ ოვამბოს ტომის ხალხი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებს შორის შეადგენს 46 წელს, ქალებს შორის — 50 წელს. რეგიონში შიდსით დაავადების დონე (როგორც მთლიანად ქვეყნის ჩრდილოეთში) მნიშვნელოვნად აჭარბებს ქვეყნის საშუალო დონეს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ომუსატის რეგიონი იყოფა 12 ოლქად.

  • Anamulenge
  • Elim
  • Etayi
  • Ogongo
  • Okahao
  • Okalongo
  • Onesi
  • Oshikuku
  • Otamanzi
  • Outapi
  • Ruacana
  • Tsandi

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ეკონომიკაში გამოირჩევა აგრარული სექტორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]