ერონგოს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერონგოს რეგიონი
ინგლ. Erongo Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 7 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი სვაკოპმუნდი
მოსახლეობა (2011)
150 809 კაცი (6 ადგილი)
სიმჭიდროვე 2,37 კაცი/კმ²
ფართობი 63 579 კმ² (6 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 2573
ერონგოს რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1
კოდი ISO 3166-2 NA-ER
ინდექის FIPS WA29
www.erc.com.na ოფიციალური საიტი

ერონგოს რეგიონი (ინგლ. Erongo Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ნამიბიის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ცენტრში. ფართობი შეადგენს 63 579 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 150 809 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი სვაკოპმუნდი,

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონს დასახელება მისცა აქ მდებარე ერონგოს მთებმა. რეგიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, უკავია ჩონჩხების ნაპირს. სვაკოპმუნდის სიახლოვეს, ეგრედ წოდებულ სელაპების კონცხზე, შესაძლებელია მთელი წელიწადი დავაკვირდეთ ამ ცხოველების დიდ კოლონიას. ცივი ბენგელის ნაკადის გამო ერონგოს რეგიონის სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი სვაკოპმუნდი
რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი უოლფიშ-ბეი

ერონგოს რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად დასახლებული რეგიონია ქვეყანაში. აქ ასევე მდებარეობს ნამიბიის ყველაზე დიდი საოკეანო პორტი — უოლფიშ-ბეი. ქალაქის ამ აგლომერაციის ჩრდილოეთით და სამხრეთით და სანაპიროდან კონტინენტის სიღრმეში მდებარეობს უდაბნო. სხვა დიდი ქალაქებია — ომარურუ, არანდისი, უსაკოსი, კარიბიბი, ჰენტის-ბეი[2].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ერონგოს რეგიონი იყოფა 7 ოლქად:

  • Arandis
  • Dâures
  • Karibib
  • Omaruru
  • Swakopmund
  • Walvis Bay Rural
  • Walvis Bay Urban

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  2. Erongo: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-03. წაკითხვის თარიღი: 2013-01-28.