კჰომასის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
კჰომასის რეგიონი ინგლ. Khomas Region | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ვინდჰუკი |
კოორდინატები | 22°48′00″ ს. გ. 17°00′00″ ა. გ. / 22.80000° ს. გ. 17.00000° ა. გ. |
მმართველი | Laura McLeod-Katjirua |
ფართობი | 37 007 კმ² |
მოსახლეობა | 342 141 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 9,25 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | http://www.khomasrc.gov.na/ |
![]() | |
კჰომასის რეგიონი (ინგლ. Khomas Region, ჰოტენტოტურ ენებზე — ბორცვებიანი ქვეყანა) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის შუაგულ ცენტრში და მოიცავს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკს. ფართობი შეადგენს 37 007 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 342 141 ადამიანი[1], რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვინდჰუკი.
კჰომასის რეგიონი დედაქალაქ ვინდჰუკთან ერთად — ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრია.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გეოგრაფიული თვალსაზრისით, კჰომასის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს კჰომასის პლატოს, რომლის სიახლოვესაც, ვინდჰუკიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდებარეობს აუის და ეროსის მთების ქედები. დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დაან-ვილჯუნის ნაკრძალი, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ვინდჰუკის მაცხოვრებლები და ტურისტები.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კჰომასის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონია ნამიბიაში.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციული თვალსაზრისით კჰომასის რეგიონი იყოფა 10 ოლქად[2]:
- John Pandeni
- Katutura Central
- Katutura East
- Khomasdal North
- Moses ǁ Garoëb
- Samora Machel
- Tobias Hainyeko
- Windhoek West
- Windhoek East
- Windhoek Rural
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
- ↑ Khomas constituencies დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine. at the Electoral Commission of Namibia
|