შინაარსზე გადასვლა

ერთა ლიგა (უეფა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შეჯიბრს ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა.
დაარსდა 2018
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 55
ყველაზე ტიტულ. გუნდი პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
ვებ-საიტი
2018–2019 უეფას ერთა ლიგა

უეფას ერთა ლიგა (ინგლ. UEFA Nations League) — ორწლიანი საერთაშორისო შეჯიბრი ფეხბურთში უეფას წევრი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების მამაკაცთა უფროს ნაკრებ გუნდებს შორის[1]. შეჯიბრში მონაწილეობს ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა, წარმოდგენილი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სახით, რომლებიც განაწილებული არიან 4 დანაყოფში — ლიგაში. თითოეულ ლიგაში მოქმედებს რეიტინგის შეფასების სისტემა (ასე მაგ. В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში). А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის იმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად (ფინალის გამართვის ადგილი უნდა იყოს ევროპული ქალაქი, რომელიც შეირჩევა 2019 წლის ივნისში). ასევე თითოეული ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოლებენ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრისთვის, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის რომელიმე გამარჯვებული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ჩემპიონატის საგზურს, მაგ შემთხვევაში პლე-ოფში ადგილს დაუთმობს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელს.

ახალი შეჯიბრის შემოღების მიზანია ფიფას ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეტინგული წევრებისთვის სტიმულის მიცემა. პირველი შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

2014 წლის გაზაფხულზე უეფამ გამოაქვეყნა მომავალი შეჯიბრის პირველადი ფორმატი, რომელიც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. 2017 წლის ოქტომბერში ფორმატი დამტკიცდა შემდეგი სახით:

  • მონაწილეობას იღებს 55-ვე წევრი ქვეყნიდან ეროვნული ნაკრები გუნდი;
  • ნაკრები გუნდები 4 ლიგაში განაწილდნენ მათი რეტინგის მიხედვით, რომელიც ემყარება ეროვნული ნაკრებების უეფას კოეფიციენტებს;
  • A ლიგაში ითამაშებს 12 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები გუნდი. B ლიგაში რეიტინგით შემდეგი 12 ნაკრები გუნდი. C ლიგაში — 15 ნაკრები გუნდი, ხოლო დარჩენილი 16 — D ლიგაში;
  • A და B ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი სამ-სამი გუნდით, ხოლო C ლიგაში იქნება ერთი ჯგუფი 3 გუნდით და სამი ჯგუფი 4 გუნდით. D ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი, თითოში 4 გუნდით, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
  • А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის გაიმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად;
  • В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში.

წილისყრა და განთესვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განთესვა განხორციელდება 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დათვლილი მაჩვენებელების მიხედვით. თითოეულ ლიგაში გუნდების ჯგუფებად განაწილება განხორციელდა წილისყრის შედეგად, რომელიც გამოცხადდა 2017 წლის 7 დეკემბერს.

ლიგა A
Pot Team Coeff Rank
1 გერმანიის დროშა გერმანია 40,747 1
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 38,655 2
ბელგიის დროშა ბელგია 38,123 3
ესპანეთის დროშა ესპანეთი 37,311 4
2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 36,617 5
ინგლისის დროშა ინგლისი 36,231 6
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 34,986 7
იტალიის დროშა იტალია 34,426 8
3 პოლონეთის დროშა პოლონეთი 32,982 9
ისლანდიის დროშა ისლანდია 31,155 10
ხორვატიის დროშა ხორვატია 31,139 11
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 29,866 12
ლიგა B
Pot Team Coeff Rank
1 ავსტრიის დროშა ავსტრია 29,418 13
უელსის დროშა უელსი 29,269 14
რუსეთის დროშა რუსეთი 29,258 15
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 28,555 16
2 შვედეთის დროშა შვედეთი 28,487 17
უკრაინის დროშა უკრაინა 28,286 18
ირლანდიის დროშა ირლანდია 28,249 19
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 28,200 20
3 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია 27,127 21
დანიის დროშა დანია 27,052 22
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 27,028 23
თურქეთის დროშა თურქეთი 26,538 24
ლიგა C
Pot Team Coeff Rank
1 უნგრეთის დროშა უნგრეთი 26,486 25
რუმინეთის დროშა რუმინეთი 26,057 26
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 25,662 27
სლოვენიის დროშა სლოვენია 25,148 28
2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 24,931 29
სერბეთის დროშა სერბეთი 24,847 30
ალბანეთის დროშა ალბანეთი 24,430 31
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 24,208 32
3 მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 23,912 33
ისრაელის დროშა ისრაელი 22,792 34
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 22,091 35
ფინეთის დროშა ფინეთი 20,501 36
4 კვიპროსის დროშა კვიპროსი 19,491 37
ესტონეთის დროშა ესტონეთი 19,441 38
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 18,101 39
ლიგა D
Pot Team Coeff Rank
1 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 17,761 40
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია 17,071 41
ბელარუსის დროშა ბელარუსი 16,868 42
საქართველოს დროშა საქართველო 16,523 43
2 სომხეთის დროშა სომხეთი 15,846 44
ლატვიის დროშა ლატვია 15,821 45
ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 15,490 46
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 14,231 47
3 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 13,431 48
მოლდოვის დროშა მოლდოვა 13,130 49
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი 10,950 50
მალტის დროშა მალტა 10,870 51
4 ანდორის დროშა ანდორა 10,240 52
კოსოვოს დროშა კოსოვო 9,950 53
სან-მარინოს დროშა სან-მარინო 8,190 54
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი 7,550 55

უეფას ერთა ლიგის ჯილდო (თასი) პირველად საზოგადოებას წარუდგინეს წილისყრის დროს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. ტროფეი წარმოადგენს 55 ქვეყნის ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სიმბოლოების ამსახველ, ბუნის გარშემო შემოხვეულ სტერლინგის ვერცხლის დროშას. იწონის 7,5 კგ და არის 71 სმ სიმაღლის; პირველად აღიმართა 2019 წლის ივნისში.[2]

ერთა ლიგის ოფიციალური ჰიმნი ჩაწერილ იქნა ლათინურ ენაზე, ნიდერლანდების ფილარმონიული ორკესტრისა და გუნდის შესრულებით. ჰიმნი წარმოადგენს კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავს და გამოყენებულ იქნება ლიგის თამაშებზე მონაწილე გუნდების მოედანზე შესვლისას და სატელევიზიო ჭრების დროს, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის. ჰიმნის კომპოზიტორები არიან ჯიორჯო ტუინფორტი და ფრენკ ვან დერ ჰეიდენი[2][3]

უეფას ერთა ლიგის 2018–2019 წწ გათამაშებაზე მატჩებისთვის ბურთი დაამზადა ადიდასმა. ბურთის დიზაინი თეთრსა და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ზედ დატანილი ფერადი ელემენტებით, რომელიც ოფიციალური დროშითაა ნაკარნახევი.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Unanimously adopted by the 54 UEFA member associations, the UEFA Nations League will launch in 2018 aiming to improve the quality and standard of international football“. Thursday 27 March 2014. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2018. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 UEFA Nations League trophy and music revealed. UEFA.com. ციტირების თარიღი: 30 August 2018.
  3. https://www.uefa.com/uefanationsleague/news/newsid=2569365.html
  4. UEFA Nations League ball leaked. Footy headlines. ციტირების თარიღი: 30 August 2018.