თასი
თასი — 1. ოქროს, ვერცხლის ან სხვა ლითონის პირგაშლილი სასმისი. ქართულ წერილობით წყაროებში საუკუნიდან გვხვდება. ფეოდალურ საქართველოში მეფე-დიდებულთა და თავად-აზნაურთა ნადიმებზე ღვინის სმა უმთავრესად ოქროს ან ვერცხლის სასმისებით იყო მიღებული. საყურადღებოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელებში საქორწილო ლხინში სადღეგრძელოს გადალოცვის უფლებას „თასი“ ერქვა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი თასია აღმოჩენილი. თრიალეთის გორასამარხში — ერთი ოქროს თასი, ძვირფასი თვლებით მოჭედილი, მეორე — ვერცხლისა, ზედ რიტუალური სცენაა გამოსახული; მცხეთაში — ძვირფასი ქვებით მოჭედილი, ყურძნის მტევნებისა და ვაზის ფოთლების გამოსახულებით შემკული ვერცხლის თასი და სხვა;
2. ყოფაში გამოყენებული ხის, თიხის და სხვა ლითონის ჯამის ფორმის საოჯახო ჭურჭელი;
3.ძვირფასი ლითონის, ბროლის ან ფაიფურის დეკორატიული ჭურჭელი გამარჯვებულ სპორტსმენთა და ხელოვანთა დასაჯილდოებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეკიშვილი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972;
- ფრუიძე ლ., მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1974;
- ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3—4, თბ., 1962;
- ფრუიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 590.