შინაარსზე გადასვლა

დრბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დრბო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერე
თემი ჭალა
კოორდინატები 42°20′23″ ჩ. გ. 43°31′25″ ა. გ. / 42.33972° ჩ. გ. 43.52361° ა. გ. / 42.33972; 43.52361
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 43[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დრბო — საქართველო
დრბო
დრბო — იმერეთის მხარე
დრბო

დრბოსოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, საჩხერიდან 12 კმ-ში. სოფელში არის XVI საუკუნის ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესია (ყველაწმინდის ეკლესია).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 43 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 148 75 73
2014[1] 43 24 19

დრბოს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მთაზე, დგას ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესია (ყველაწმინდის ეკლესია). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია (კამარა ჩამოქცეულია, პერანგის დიდი ნაწილი ჩამოცლილი). გეგმით ერთნავიანია, გაბრტყელებული აფსიდით. დასავლეთის შესასვლელის თავზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვით ეკლესია აბაშ აბაშიძეს აუგია 1510 წელს მისი მეუღლის — ჩიჟავაძის ასულ კეკლუცას სულის მოსახსენიებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დრბო&oldid=4668344“-დან