დედე გორგუდის წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის 2015 წლის საფოსტო მარკა, რომელიც ეპოს მიეძღვნა

„დედე გორგუდის წიგნი“, „დედე ქორქუთის წიგნი“ (სრული სათაურია „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი ოღუზთა ტომის ენაზე“), ოღუზი ტომების საგმირო ეპოსი. ერთიანი სიუჟეტი არ გააჩნია. შედგება შესავლისა და 12 სიმღერისაგან. შესავალი ეხება ოღუზს — ხალხური სიბრძნისა და პოეზიის სიმბოლოს. სიმღერებში გადმოცემულია ოღუზი გმირების ცხოვრება და ბრძოლა „ურწმუნოებთა“ (მ. შ. ქართველებთან). XV საუკუნეში ეს უძველესი ეპიკური თქმულებები ლიტერატურულად დამუშავდა. მათი ერთი ნაწილი შუა აზიიდან აზერბაიჯანსა და მცირე აზიაში გავრცელდა და აქ ახალი სიუჟეტებით გამდიდრდა.

„დედე გორგუდის წიგნი“ ჩვენამდე მოღწეულია ორი ხელნაწერით — დრეზდენისა (1585) და ვატიკანისა (XVI საუკუნის შუა წლები).

საბოლოოდ, ეპოსი ჩამოყალიბდა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ოღუზები კომპაქტურად სახლობდნენ[1]. თქმულებები და სიმღერები ეპოსში, სავარაუდოდ, XIII საუკუნეშია შექმნილი, ხოლო დაცული წერილობითი ძეგლები XV საუკუნეშია შედგენილი[2].

ჭაღარა მოხუცი დედე გორგუდი, რომელიც იყო ტომის პატრიარქი მთელს ეპოსშია. იგი არის შემქმნელი და შემსრულებელი თქმულებებისა. ამასთანავე არის მოქმედებების მონაწილე. ყოველი თქმულების ბოლოს გორგუდი ქმნის სიმღერას გმირის პატივსაცემად[3].

თქმულებები დედე გორგუდის შესახებ გვხვდება ყველა თურქულენოვან ერებში: თურქმენებში, აზერბაიჯანელებში, ყაზახებში, თურქებში, გაგაუზებში, თათრებსა და სხვა.

2018 წელს იუნესკომ შეიყვანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის სახელით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დედე გორგუდის წიგნი“ შედგება პროზაული შესავლისაგან და 12 თქმულებისაგან (სიმღერებისაგან). თითოეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი სიუჟეტი. მათ რამდენიმე საერთო პერსონაჟები აერთიანებს, კერძოდ ოღუზთა ხანი - ბაიანდურ ხანი და მისი მთავარსარდალი სალორ-ყაზანი გმირებთან ერთად. თქმულებები ეპოსში გაერთიანებულია დედე გორგუდის წიგნის საერთო სახელწოდებით, რადგან ის არის ამ თქმულებების ავტორი. თუმცა, ანალიზისას შეიძლება დადგინდეს, რომ ისინი შედგენილია სხვადასხვა აშუღებით და სხვადასხვა დროს. სიმღერების უმრავლესობა აღწერს ოღუზების მომთაბარე ცხოვრებას, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობენ. თუმცა, რიგი ეპიზოდები არის ზღაპრული და გამოირჩევა მითიური ბუნებით. სხვა ეპიზოდებში აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრების ფანტასტიკური მოტივებია ჩამოყალიბებული. ეპოსი, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ოღუზები უფრო კომპაქტურად ცხოვრობდნენ, დაცულია მე -16 საუკუნის ორ ხელნაწერში[4][1].

თქმულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბოღაჩ ხანი დირსი ხანის ვაჟი - წიგნის პირველ თავში საუბარია ბოღაჩ ხანის დაბადების შესახებ. შემდგომ მოყოლილია იმის შესახებ თუ როგორ ხდება ის დიდი მებრძოლი და დაიპყრო სამთავრო, როგორ მოხვდა მამამისი დირსი ხანი საკუთარი მებრძოლების ხაფანგში და ცდილობდნენ მის მოკვლას. როგორ გადაარჩინა დედამისმა ის სიკვდილისაგან და როგორ გადაარჩინა მამისი მოღალატე მებრძოლებისგან. მოყოლილია ისიც თუ როგორ  ჩამოდის დედე გორგუდი დღესასწაულზე და ქმნის ამბავს[5].
  2. როგორ აიღეს სალორ ყაზანის სახლი - ამ თავში მოთხრობილია თუ როგორ დაიპყრეს გიაურებმა (არამუსლიმებმა) სალორ ყაზანნის სახლი და როგორ შეძლო და გაათავისუფლა ყაზან ხანმა ის[6].
  3. ბამსი ბეირეკის შესახებ - ეს თქმულება კამბურა ბეგის ვაჟის შესახებაა. ბამსი ბეირეკი ძალიან მამაცი იყო. 15 წლისას მებრძოლი გახდა. იგი ხშირად დადიოდა სანადიროდ და ერთხელაც ერთ-ერთი ნადირობის დროს შეუყვარდა თავისი თანატოლი გოგონა. დედე გორგუდს გააგზავნიან, რომ მან თანხმობა მიიღოს გოგონას მშობლებისგან, რათა ხანის შვილმა შეძლოს და იქორწინოს მასზე. შემდგომ მოთხრობილია ქორწილის შესახებ. პირველ საქორწილო ღამეს ბამსი ბეირეკს შეიპყრობენ მტრები და ტყვეობაში წაიყვანენ. იგი 17 წელი ტყვედ ჩავარდება. ამასობაში მის ცოლს ჩიჩექ ხანუმს სხვა ბეგზე დააქორწინებენ. ჩიჩექ ხანუმი წინააღმდეგი იქნება და გააგზავნის შიკრიკს, რომ იპოვოს ბამსი ბეირეკი. ამასობაში ბამსი ბეირეკი თავს დააღწევს ტყვეობიდან და მივა ქორწლში, როგორც მომღერალი. იგი იცნობს საკუთარ ცოლს და ყველაფერს მოუყვება მას. ფინალში ბამსი ბეირეკი აიღებს ბაიბურდის ციხესიმაგრეს და გაათავისუფლებს თავის ოცდაცხრამეტ ადამიანს[5].
  4. როგორ ჩავარდა ურაზი ყაზან ხანის შვილი ტყვედ - ამ თავში მოთხრობილია თუ როგორ გაიტაცეს გიაურებმა (არამუსლიმებმა) ყაზან ხანის ვაჟი ურუზი, როდესაც მამა-შვილი ნადირობდნენ. ყაზან ხანის დასახმარებლად მოვიდნენ მისი მებრძოლები, რათა გაეთავისუფლებინათ მისი ვაჟი ურუზი[6].
  5. თქმულება დუხა ხოჯას ვაჟის დელი დუმრულის შესახებ - დელი დუმრულმა ააშენა ხიდი. ამ ხიდზე გადასვლისთვის იგი ფულს იღებდა ხალხისგან. ერთხელაც ერთ ერთი ადამიანი მოკვდა ამ ხიდზე. დელი დუმრულმა იკითხა თუ ვინ მოკლა ის. მას უთხრეს, რომ აზრაილმა. მაშინ მან ალაჰს შეჰყვირა, რომ გამოაგზავნოს აზრაილი და იბრძოლონ მათ ერთად. ალაჰმა შეისმინა ის და ერთხელაც გააგზავნა აზრაილი. როდესაც დელი დუმრული შევიდა სახლში აზრაილი იქ იყო. მას ძალიან შეეშინდა და სთხოვა მას, რომ დაინდოს ის. აზრაილმა კი უთხრა, რომ ის მხოლოდ ალაჰის ბრძანებას ასრულებს. ალაჰი გადაწყვეტს დაიდოს დელი დუმრული, იმ შემთხვევაში, თუ ის ნახავს სხვას, ვინც მოკვდება მის ადგილას. დელი დუმრული მიდის საკუთარ ხნიერ მშობლებთან, მაგრამ ისინი უარს ეუბნებიან. მაშინ დუმრული მოივა ცოლთან გამოსამშვიდობებლად. ბოლოს ალაჰი დაინდობს დუმრულს და მის მშობლებს სიცოცხლეს წაართმევს[5].
  6. ქანგლი ხოჯის ვაჟის ქან თურალის შესახებ - ოღუზების დროს ცხოვრობდა ცნობილი ქანგლი ხოჯა. მას ჰყავდა ვაჟი თურალი. გადაწყვიტა მისი დაქორწინება. თურალი დათანხმა ერთი პირობით, რომ უნდა მოეძებნათ ქალიშვილი, რომელიც ქმარზე ადრე დაჯდება ცხენზე, მასზე ადრე შეებრძოლება გიაურებს და იქნება ძალიან მამაცი. მამამისმა გადაწყვიტა, რომ ვაჟმა თვითონ მოძებნოს ცოლი. ქან-თურალი გაემგზავრა ოღუზების მიწებზე, თუმცა ვერ ნახა მსგავსი აღნაგობისა და სიმამაცის ქალი. მაშინ მამამისიც გაემგზავრა და ვერც მან ნახა ვერავინ შესაფერისი. ამის შემდეგ გააგზავნეს მოხუცები. ისინი გაემგზავრნენ ტრაპიზონდში, რომლის მმართველსაც ჰყავდა ქალიშვილი სელჯანი, რომელიც ქან-თურალის აღწერილობას შეესაბამებოდა. მაგრამ ამჯერად ტრაპიზონდის მმართველმა წამოაყენა პირობები, რომ იმ შემთხვევაში გაათხოვებს ქალიშვილს, თუ ვაჟი მოკლავს სამ ცხოველს: ლომს, შავ ხარსა და შავ აქლემს. ქან თურალმა ყველა პირობა შეასრულა და შედგა ქორწილი ტრაპიზონდში. თუმცა მან გადაწყვიტა თავის მიწაზეც ჩაატაროს ქორწილი და გზას გაუდგა სელჯან ხანუმთან ერთად. სელჯანმა იცოდა, რომ მამამისს შეეძლო აზრი შეეცვალა და ყოველი შემთხვევისთვის მზად იყო საბრძოლველად. უცებ მათ თავს დაესხნენ. ამ თავდასხმის დროს ცოლ ქმარი შეუპოვრად იბრძოდნენ და ქან-თურალიმ ერთი თვალი დაკარგა. იმის შიშით, რომ დაბრუნებისას იგი სირცხილს შეჭამს, რომ ცოლმა ის გადაარჩინა, გადაწყვიტა მოკლას სელჯან ხანუმი. ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ, შემდეგ კი შერიგდნენ. ქორწილი ქან-თურალის მიწაზე მეორედ აღნიშნეს[5].
    ამონარიდი, სადაც ბასათი კლავს თეფეგიოზს
  7. იეგენეკი ყაზილ ხოჯას ვაჟი - ამ თავში მოთხრობილია, როგორ იქნა შეპყრობილი ქაზილ ხოჯა არშუვანის მეფე დირეკის მიერ, რომლის შემდეგაც ქაზილიქ ხოჯა ჩავარდა ტყვედ 16 წლის მანძილზე. მისი ვაჟი იეგენეკი ისე გაიზარდა, რომ არ იცოდა მამამისის ვინაობა. როდესაც გაიგო, ბაინდირ ხანს სთხოვა მისი დახსნა. ბაინდირ ხანმა გაგზავნა მებრძოლები, მაგრამ ისინი დამარცხდნენ. შემდეგ უკვე იეგენეკი თვითონ დაამარცხებს მეფე დირეკს. გორგუდი ასევე მოგვითხრობს დღესასწაულის შესახებ[6].
  8. როგორ მოკლა ბასათმა თეფეგიოზი - ეს თავი მოგვითხრობს მის შესახებ თუ როგორ გაიზარდა ბასათი ლომივით და თეფეგიოზის მამა კი იყო ადამიანი, ხოლო დედა იყო ფერია. ორივე ბიჭი ძმასავით გაიზარდნენ. თეფეგიოზსა და ოღუზს შორის უთანხმოება ხდება. ამის გამო ოღუზის ერთ-ერთი დედობილი დაარწმუნებს ბასათს, რომ შეებრძოლოს თეფეგიოზს. ბასათი და თეფეგიოზი ერთმანეთს შეებრძოლებიან, სადაც ბასათი გაიმარჯვებს. გორგუდი ამ თქმულებაში ასრულებს მედიატორის როლს თეფეგიოზსა და ოღუზს შორის[6].
  9. ბექილის ვაჟი იმრანი -  ამ თავში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ბექილის ვაჟი იმრანი იმარჯვებს მტრებზე. იმის შემდეგ როდესაც ერთ-ერთი ნადირობისას იმრანი ფეხს მოიტეხს მისი მტრები მოისურვებენ ამით იხელთონ და თავს დაესხმევიან იმრანს. თუმცა იმრანი იშიშვლებს ხმალს და საკუთარ მებრძოლებთან ერთად ბოლოს მოუღებს მტრებს. მტრის მმართველს კი ისლამს მიაღებინებს[6].
  10. უშუნ ხოჯას ვაჟი სეკრეკი - უშუნ ხოჯას უფროს ვაჟს ეგრეკს შეიპყრობს მტერი მმართველი და დაატუსაღებს ალინჯას ციხესიმაგრეში. ხოჯას უმცროსი ვაჟი სეგრეკი ისე გაიზრდება, რომ თავის უფროს ძმაზე არაფერი ეცოდინება. ერთხელაც, მას ამას მისი თანატოლები მოუყვებიან. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს დაიხსნას საკუთარი ძმა, მაგრამ მისი მშობლები მას ამაში ხელს შეუშლიან და იმისათვის, რომ ვაჟი არ გაუდგეს გზა ძმის დასახსნელად - მას დააქორწინებენ. თუმცა სეკრეკი უარს იტყვის ცოლთან დაწოლაზე სანამ ძმას არ დაიხსნის. სეკრეკი საკუთარ მებრძოლებთან ერთად მიადგება მტრის ციხეს და ბრძოლის შემდეგ დაიხსნის საკუთარ ძმას[6].
  11. სალორ ყაზანის დატუსაღება და მისი გათავისუფლება საკუთარი ვაჟის მიერ - სალურ ყაზანს დაატუსაღებენ ტრაპიზონდის ციხეში. შემდეგ მისი ვაჟი ურუზი გაიზრდება და გაიგებს, რომ მამამისი დაპყრობილია, რის შემდეგაც გადაწყვეტს დაიხსნას მამამისი. ამისათვის ის წაიყოლებს ცნობილ მებრძოლებს. ისინი შეუტევენ აიასოფიას ტაძარს ტრაპიზონდში. სალურ ყაზანს კი გააგზავნიან, რომ შეებრძოლოს ამ მებრძოლებს და დაიცვას ციხესიმაგრე. მაგრამ როდესაც სალურ ყაზანი გაიგებს თუ ვინ არიან „მტრები“ იგი მათ არ მოკლავს. ამის შემდეგ მამა-შვილი ერთად შეებრძოლება მტერს და დაბრუნდებიან შინ[6].
  12. ოღუზების დაპირისპირება და ბეირექის სიკვდილი - ამ თავში მოთხრობილი ოღუზების დაპირისპირებაზე ერთმანეთთან, რომლის სათავეშიც იდგა არუზ ბეგი. ამ დაპირისპირების დროს მოკლავენ მამაც ბეირეკს. ყაზან ხანი ბოლოს მოუღებს ამ ამბოხს და წერტილს დაუსვამს ოღუზებს შორის დაპირისპირებას[6].

ეპოსის შესწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი ვატიკანის ბიბლიოთეკიდან

ამერიკელი ანტროპოლოგის მაიკლ მერკეტის მიხედვით, დამწერლობითი ძეგლები შექმნილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს მე-5 საუკუნისა. რუსი მეცნიერის, ვიქტორ ჟირმუნსკის მიხედვით , ოღუზების შესახებ თქმულება შეიქმნა ჰეროიკული სიმღერებით IX—X საუკუნეებში. შემდეგ უკვე ისინი ზეპირსიტყვაობით შემონახულ იქნა და გადამუშავდა ახალი თქმულებებით წინა აზიაში. საბოლოოდ ეპოსი დაწერილ იქნა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე XV საუკუნეში სახელწოდებით „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი ოღუზთა ტომის ენაზე“[7].

ეპოსი ცნობილია დამწერლობითი ფორმით ორი ხელწერის მიხედვით - XVI საუკინის, რომელიც სრულია და ინახება დრეზდენის ბიბლიოთეკაში, ხოლო მეორე ინახება ვატიკანის ბიბლიოთეკაში[8]. დრეზდენის ხელნაწერი შედგება 12 ნაწილისაგან. ვატიკანის შედგება - 6 ნაწილისაგან. აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, ორივე - დრეზდენული და ვატიკანური ხელნაწერები - გადაწერილი იყო უფრო ძველი ხელნაწერისგან[9]. აზერბაიჯანელი თურქოლოგების ფარჰად ზეინალისა და სამედ ალიზადეს მიხედვით, დრეზდენული ხელნაწერი დაწერილია აზერბაიჯანულ ენაზე, ხოლო ვატიკანური ახლოსაა XVI საუკუნის თურქულ ენასთან[10]. ამავე აზრზე იყო იტალიელი თურქოლოგი ეტერო როსი. აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში მომზადებული ნაწარმოების მესამე ხელნაწერი.

დრეზდენის ხელნაწერი შედგება 154 გვერდისაგან, თითოეულში 13 სტრიქონია. ბერლინში ინახება ხელნაწერი, რომელიც შედგება 37 გვერდისაგან, სადაც 2-2 სტრიქონია. ის გადაწერილია დრეზდენის ხელნაწერიდან. ვატიკანის ხელნაწერი შედგება 109 გვერდისგან სადაც 13 სტრიქონია თითოეულში[10]. თურქმა მკვლევარმა და თურქოლოგმა მაჰერამ ერგინმა 1958 წელს გამოსცა ეპოსი სამი ხელნაწერის საფუძველზე - დრეზდენის, ვატიკანისა და ბერლინის[10].

XVIII საუკუნემდე სამეცნიერო წრეებისთვის არ იყო ცნობილი ეპოსის შესახებ. დასთანის შესახებ პირველად მოგვითხრობს გერმანელი არაბისტი იაკობ იოგან რეისკე[8]. ეპოსის ძირითად მკვლევარად კი ითვლება ფრიდრიხ ფონ დიცი. 1815 წელს მან გადათარგმა თქმულები ერთ-ერთი თავი „ბასათი კლავს თეფეგიოზს“ გერმანულ ენაზე. მან პირველად გამოსცა სამეცნიერო ინფორმაცია ამის შესახებ. ამის შემდეგ ეპოსი იქცა მსოფლიო თურქოლოგების კვლევის საგნად. იგი გადათარგმნილ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე და გამოიცა მოსკოვში, ბერლინში, ჰელსინკიში, ლონდონში, ციურიხში, ტეხასში, თეირანში, თავრიზში, აშხაბადში, ანკარასა და სტამბოლში[8].

გერმანელმა აღმოსავლეთმცოდნემ თეოდორ ნელდეკემ დრეზდენის ხელნაწერების მიხედვით, გადაწყვიტა გადათარგმნოს ეპოსი გერმანულ ენაზე და გამოსცეს იგი, თუმცა გარკვეული სირთულეების გამო ამის გაკეთება ვერ შეძლო. 1892 წელს მან შეგროვილი მასალები გადასცა რუს აღმოსავეთმცოდნესა და თურქოლოგ ბარტოლდს, რომელიც იმ მომენტისთვის გერმანიაში იღებდა განათლებას. 18941904 წლებში ბარტოლდმა გადათარგმნა ნაწარმოების 4 ნაწილი. 1922 წლისთვის მან დაასრულა ეპოსის სრული თარგმანი და გაამზადა იგი დასაბეჭდად. აღსანიშნავია, რომ ბარტოლდის სიკვდილის შემდეგ გამოიცა ნაწარმოების თარგმანი - 1950 წელს ბაქოში ჰამიდ არასლისა და მამედჰუსეინ თახმასიბის მიერ[10].

„დედე გორგუდის წიგნი“ თურქეთში პირველად დაიბეჭდა 1916 წელს კილისლი რიფეთის მიერ, რომელიც ეფუძნებოდა დრეზდენულ ხელნაწერებს[9][11]. 1938 წელს ორჰან შაიგმა გამოსცა ის ლათინური დამწერლობით. 1952 წელს გამოიცა ფ. გირღიზოღლუს სტატია „დედე გორგუდის ოღუზნამე“, 1958 წელს - ნაილი პარტოვას სტატია - „ისტორიული პირობითობა დედე გორგუდის თქმულებებში და წიგნის ისტორია“. 1949 და 1958 წლებში მკვლევარი სუათ ხაზერჩი ორჯერ გამოსცემს ეპოსის 10 თქმულებას. 1958 წელს ეპოს გამოიცა მუჰერამ ერგინის მიერ საკუთარი სამეცნიერო სტატიით[11].

აზერბაიჯანში ეპოსის შესწავლა დაიწყეს საბჭოთა მმართველობის დროს. 1928 წელს ბაქოში ათაბაბა მუსახანლიმ და ისმაილ ჰიქმეთმა, ასევე 1930 წელს ამინ აბიდმა დაწერეს სტატიები „დედე გორგუდის წიგნის“ შესახებ, სადაც მოიყვანეს ამონარიდები ეპოსიდან. 1939 წელს აკადემიკოს ჰამიდ ასლანლის რედაქციის ქვეშ აზერბაიჯანში პირველად გამოიცა ეპოსი მთლიანად. 1938 წელს „დედე გორგუდის“ დამწერლობითი ენის კვლევებს ახორციელებდა აბდულაზალ დემირჩიზადე. მისმა კვლევებმა დიდი როლი ითამაშა ამ წიგნის გამოცემაში. 195859 წლებში გამოიცა ალი სულთანლის სტატები „შენიშვნები „დედე გორგუის“ დასთანების შესახებ“[11].

1939 წელს მოსკოვში გამოცემულ „აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგიაში“ გამოქვეყნდა „თქმულება სალორ ყაზანის სახლის აღების შესახებ“. 1946 წელს თავრიზში გაზეთ „აზერბაიჯანში“ ეპოსის ყველა თქმულება გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ეპოსი გადათარგმნილ იქნა ფრანგულ და სპარსულ ენებზე. დაბეჭდილია ინგლისში, შვეიცარიაში, აშშ-სა და ირანში. 1972 წლის აგვისტოში დრეზდედნის ხელნაწერის ერთ-ერთი ასლი გადაეცა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას[12].

1973 წელს ეპოსი გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე ტეხასის უნივერსიტეტში თურქი მეცნიერის ფარუქ სუმერის, ინგლისური ლიტერატურის პროფესორის აჰმედ უისალისა და ინგლისური ენის მასწავლებლის უორენ უოლკერის მიერ. თარჯიმნების აზრით, დედე გორგუდი იყო სახელმწიფო მოღვაწე და ოღუზების დიპლომატი, რომელიც მცირე აზიაში გადაიქცა ლეგენდარულ პერსონაჟად[10].

ისტორიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ოღუზების შესახებ ნახსენებია VI—VIII საუკუნეებში თურქული კაგანატის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ალთაის მთისწინეთს და მონღოლეთის ჩრდილო-დასავლეთს. IX—X საუკუნეებში ოღუზები გამოჩნდნენ შუა აზიის სტეპებში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ოღუზების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სელჩუქთა სულთნების სარდლობით დაიპყრეს ირანი, ამიერკავკასიის ნაწილი და თითქმის მთელი მცირე აზია[13][14]. ოღუზების დაპყრობებმა გამოიწვიეს დღევანდელი აზერბაიჯანისა და ანატოლიის ტერიტორიების თურქიზაცია[14].

აღმოსავლეთმცოდნე ბარტოლდის მიხედვით, მთავარი მოქმედებები ხდება აყ-ყოიუნლუში, როდესაც ბაიუნდურები მმართველობდნენ. დაახლოებით XIV საუკუნის შუა ხანებიდან და XV საუკუნის პირველ ნახევარში[13][15]. ბრიტანელი თურქოლოგის ჯეფრი ლიუსის აზრით, ყველაზე ადრეული ტრადიციები ეპოსში მიეკუთვნება ოღუზების დაპირისპირებას ყივჩაღებთან და პეჩენეგანებთან ცენტრალურ აზიაში[2].

ოღუზები ლაშქრობენ სამხრეთიდან - ამიდამდე და მარდინამდე, ჩრდილოეთით - დერბენდამდე და ტრაპეზუნდამდე, ხოლო ბარდა და განჯა, ბარტოლდის მიხედვით, არ შედის ოღუზთა არეალში. მოქმედებები ასევე ხდება დერეშამეში (ველი ნახიჩევანსა და ჯულფას შორის), ალინჯაში, ყარადაღზე, შარურში, ყარაჯუღის მთაზე, შაბრანის მიდამოებში.

ეპოსში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია დედე გორგუდი, რომელიც დასთანების მწერლად წარმოგვიდგება. იგი არის ბაიათის ოღუზების ტომიდან. იგი ჭრის ადგილობრივი ოღუზების პრობლემებსა და მომავალს წინასწარმეტყველებს. დედე გორგუდი სახელწოდებას აძლევს ყველა ნივთსა და ოღუზების გმირობებსაც. აღსანიშნავია, რომ დედე გორგუდის სახელს აკავშირებენ თურქულენოვანი ხალხების ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტთან - გოპუზთან[9].

დედე გორგუდთან ერთად ეპოსში არიან სხვა პერსონაჟებიც - ყაზან ხანი, დირსი ხანი, ხოჯა გაზილიღი, ბექილი, ბაიბეჯანი, არუზი, ყარაგუნი, ბეირექი, ურუზი, ბასათი, ეინეკი, სეკრეკი, ყარაბუდაღი, იმრანი. ნაწარმოები დაწერილია ჰეროიკული სულისკვეთებით. დასთანი მდიდარია თურქი-ოღუზების ტრადიციების, კულტურისა და ეთნოგრაფიული ისტორიის აღწერით. ჰეროიზმი ასევე ვლინდება სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის. დედის ხატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწარმოებში. ოზანებსაც დიდი ადგილი უკავია. ასევე შეინიშნება მრავალი სიბრძნე და ანდაზები[16].

მოგზაურები, რომლებიც კავკასიაში არაერთხელ ჩამოსულან იხსენიებენ „დედე გორგუდის წიგნს“. გერმანელი მოგზაური ადამ ოლეარმა 1638 წელს დერბენტში ყოფნისას გაიგო დედე გორგუდის თქმულებების შესახებ. იგი წერდა, რომ იქ არის ყაზან ხანის მეუღლის ბურლი ხათუნის საფლავი, ასევე თვითონ დედე გორგუდის. თურქი მოგზაური ევლია ჩელები თავის წიგნში „სეიაჰეთნამე“ („მოგზაურობის წიგნი“) წერდა, რომ დერბენტში მდებარეობს დედე გორგუდის საფლავი[9].

1940-იანი წლების ბოლოს ეპოსი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს რამდენიმე საბჭოთა ლიტერატურისმცოდნემ, როგორც „ფეოდალური ნაწარმოები“.

1951 წელს ჯაფარ ბაღიროვის მიერ წამოწყებულ კამპანიაში „პანთურქიზმისა“ და „პანისლამიზმის“ წინააღმდეგ საბჭოთა აზერბაიჯანში ეპოსი იდევნებოდა. თურქი მომთაბარეების ხატი, რომელიც აღწერილია ეპოსში, იმ დროინდელი სახელმწიფო კონცეფციისთვის, აზერბაიჯანელთა ავტოქტონური წარმოშობის შესახებ, მისაღები არ იყო[17].

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დედე გორგუდის წიგნმა“ შთააგონა ბევრი აზერბაიჯანელი პოეტი და მწერალი. ამ თემებზე ქმნიდნენ პიესებს, მოთხრობებს, კინოსცენარებსა და პოემებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, ალთაი მამედოვის „დელი დომრულის“ პიესა, ნაბი ხაზრის პოემა „სიზმრები-ლეგენდები“, ანარის სცენარი „დედე გორგუდი“[18][19] და 1975 წელს გადაღებული აზერბაიჯანელი რეჟისორის მიერ გადაღებული ორსერიანი ფილმი.

1988 წელს ეპოსის გამოცემა გაფორმებული იყო სსრკ-ის სახალხო მხატვრის მიქაილ აბდულაევის მიერ.

ქალაქ ნახიჩევანში არის მოედანი „დედე გორგუდი“. ამავე ქალაქში დგას მისი ძეგლიც. მისი სკულპტორია ელმან ჯაფაროვი. ეს არის დედე გორგუდის პირველი ძეგლი აზერბაიჯანში. 2004 წელს ბრიუსელში შედგა დედე გორგუდის ძეგლის გახსნის ცერემონია. 2013 წლის 13 დეკემბერს ბაქოში, ნარიმანოვის რაიონში შედგა „დედე გორგუвის წიგნის“ ძეგლისა და დედე გორგუდის პარკის გახსნა[20].

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ergin Muharrem, Dede Korkut kitabi, c. 1, Ankara, 1958;
  • დედე ქორქუთის წიგნი. ამბავი დირსე-ხანის ძის ბუღაჩ-ხანისა, კრ.: არმაღანი, თბ., 1977;
  • Книга моего деда Коркута, М.-Л., 1962

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩლაიძე ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 432, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "«Китаби деде Коркуд»" в Большой Советской Энциклопедии
  2. 2.0 2.1 Michael E. Meeker. The Dede Korkut Ethic (англ.) // International Journal of Middle East Studies. — 1992. — August (vol. 24, no. 3). — P. 395—417.
  3. КНИГА ДЕДА КОРКУТА
  4. Ариф М. Азербайджанская литература. — М.: Высшая школа, 1979. — 232 с.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Книга моего деда Коркута
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 The Book of Dede Korkut. Translated by Lewis, Geoffrey. London:Penguin. 1974. p.7 - ISBN:0140442987
  7. КИТАБ-И ДЕДЕМ КОРКУТ
  8. 8.0 8.1 8.2 Шамил Ҹәмид. Дәдә Горгуд Дастанлары / Под ред. Г. Векилова. — Б.: Азербайджанское государственное издательство научно-педагогической литературы «Маариф», 1980.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Китаби-Дәдә Горгуд (aз) // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1981. — Т. V. — С. 408.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Kitabi-Dădă Gorgud = Kitab-i Dede Korkut - Составители, транскрипция, упрощённый вариант и предисловие Фархада Зейналова и Самета Ализаде. — Б.: Язычы, 1988. — 265 с. — ISBN 5560002518.
  11. 11.0 11.1 11.2 Шамил Ҹәмид. Китаби-Дәдә Горгуд / Под ред. Г. Араслы. — Б.: Элм, 1977.
  12. Шамил Ҹәмид. Китаби-Дәдә Горгуд / Под ред. Г. Араслы. — Б.: Элм, 1977.
  13. 13.0 13.1 КИТАБ-И ДЕДЕМ КОРКУТ - ОГУЗСКИЙ ГЕРОИЧЕСКИЙ ЭПОС И «КНИГА КОРКУТА»
  14. 14.0 14.1 Жирмунский В. М. Ритмико-синтаксический параллелизм как основа древнетюркского народного эпического стиха // Вопросы языкознания. — М.: Наука, 1964.
  15. ТУРЕЦКИЙ ЭПОС И КАВКАЗ 1
  16. Denkwürdigkeiten von Asien in Künsten und Wissenschaften, Sitten, Gebräuchen und Alterthümern, Religion und Regierungsverfassung, Том 2
  17. Шнирельман. Войны памяти. Стр. 112, 134
  18. АНАР «Деде Коркуд». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-17. ციტირების თარიღი: 2018-12-16.
  19. Деде Коркут
  20. Президент Ильхам Алиев: Город Баку превратился в один из самых красивых городов мира