მიქაელ აბდულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქაელ აბდულაევი
დაიბადა 19 დეკემბერი, 1921(1921-12-19)[1]
დაბადების ადგილი ბაქო[1]
გარდაიცვალა 21 აგვისტო, 2002(2002-08-21)[2] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი პორტრეტი

მიქაელ ჰუსეინ-ოღლუ აბდულაევი (აზერ. Abdullayev Mikayıl Hüseyn oğlu; დ. 19 დეკემბერი, 1921, ბაქო — გ. 21/22 აგვისტო, 2002) — აზერბაიჯანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ სახელმწიფო მხატვარი (1963), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1958). სსკპ წევრი 1954 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სამხატვრო სასწავლებელი და მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი. ცნობილია როგორც ყოფითი ჟანრის, პეიზაჟისა და პორტრეტის ოსტატი. მთავარი ნამუშევრები: „საღამო“ (1947), „მინგეჩაურის ჩირაღდნები“ (1948), „ბედნიერების მშენებლები“ (1951), ტრიპტიქი „აზერბაიჯანის მინდვრებზე“ (1963-1965), „ინდური სერია“ (1957-1960), ნახატების სერია „მდინარე არაქსის გაღმა“ (1950) და სხვა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]