ანარ რზაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანარ რზაევი
Анар.jpg
დაბ. თარიღი 14 მარტი 1938(1938-03-14) (79 წელი)
დაბ. ადგილი ბაქო
საქმიანობა კინორეჟისორი, ავტორი და მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
საიტი anar.az

ანარ რასულ ოღლი რზაევი (აზერ. Anar Rəsul oğlu Rzayev; დ. 14 მარტი 1938) — აზერბაიჯანელი მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი. აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პოეტების ოჯახში. მამა რასულ რზა და დედა ნიგიარ რაფიბელი აღიარებული პოეტები იყვნენ. 1945 წელს მან ჩააბარა ბიულბიულის სახელობის მუსიკალურ სკოლაში და წარჩინებით დაამთავრა 1955 წელს. იმავე წელს იგი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1960 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1964 წელს — მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები და უმაღლესი სარეჟისორო კურსები. კომუნისტური პარტიის წევრი გახდა 1967 წელს.[1]

1968 წლიდან იყო ალმანახ „გობუსტანის“ მთავარი რედაქტორი.[2]

1991 წელს არჩეულ იქნა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. 1995-2000 წლებში იყო მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) წევრი.

აზერბაიჯანული ლიტერატურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოებულია ჰეიდარ ალიევის სახელობის პრემიით (2011).

2014 წლის 19 თებერვალს არჩეულ იქნა თურქულენოვანი სახელმწიფოების მწერალთა კავშირის პირველ თავმჯდომარედ, რომელიც შეიქმნა თურქულენოვანი სამყაროს ლიტერატორული ჟურნალების რედაქტორების VI კონგრესის შედეგებიდან გამომდინარე ქალაქ ესქიშეჰირში (თურქეთში).

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანარ რზაევი თავის ნაწარმოებებში ცდილობს გახსნას თანამედროვე ადამიანის სახე, აჩვენოს მკითხველს, თუ რა სახის სირთულეების გადალახვა უწევს მას, როგორ იჩენს გავლენას ტრადიციული გაგება და მენტალიტეტი ადამიანის ცხოვრებაზე.

მწერლის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოტო და ცნობილი ნაწარმოებია „ხუთსართულიანი შენობის მეექვსე სართული“ — მოგვითხრობს განქორწინებული ქალბატონისა და „წესიერი ოჯახის“ შვილის ყმაწვილის ურთიერთობებზე. მათი ურთიერთობის წინააღმდეგ გამოდიან ყმაწვილის ოჯახი, მისი მეგობრები და საზოგადოება. ამ რთულ ვითარებაში ისინი ცდილობენ არ დაკარგონ საკუთარი თავი, მაგრამ შექმნილი პირობები ძალიან თრგუნავენ მათ.

მისი სხვა ნაწარმოებებია: „ოთახი ოტელში“, „დანტეს იუბილე“, „მე, შენ, ის და ტელეფონი“ და სხვა.

ანარის სცენარების მიხედვით გადაღებულია 12 მხატვრული ფილმი, სამი მათგანში ის რეჟისორიცაა. მისი ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით, „მოსფილმმა“ სამსონ სამსონოვის რეჟისოროით გადაიღო ფილმი „ყოველ საღამოს თერთმეტ საათზე“, ედვარდ რადზინსკის სცენარით.[2]

გამოცემები რუსულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დანტეს იუბილე. მოთხრობა, მოლოდაია გვარდია, 1969
  • წრე. მოთხრობები, სტატია. მ., იზვესტია, 1973
  • დედე კორკუტი. მოთხრობა აზერბაიჯანული ეპოსის მოტივების მიხედვით. მ., საბავშვო ლიტერატურა, 1980
  • „ხუთსართულიანი შენობის მეექვსე სართული. მოთხრობები. მ., საბჭოთა მწერალი,1988
  • კონტაქტი. მოთხრობები. მ.,საბჭოთა მწერალი, 1990
  • დედე კორკუტი. მოთხრობა თურქ-ოღუზების ეპოსის მოტივების მიხედვით. ბაქო, მარჯანი, 2011
  • თხზულებები 2 ტომად. მ., მხატვრული ლიტერატურა, 2016
  • თქვენს გარეშე. მ., დრო 2016

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. АНАР Кино: Энциклопедический словарь/Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.- М.: Сов. энциклопедия, 1987.- 640 с., 96 л. ил.
  2. 2.0 2.1 76 лет назад родился народный писатель Азербайджана