თეოდორ ნელდეკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ ნელდეკე
Theodor Nöldeke - HHW viii (1904).jpg
დაბ. თარიღი 2 მარტი 1836(1836-03-02)[1][2]
დაბ. ადგილი ჰარბურგი[3]
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი 1930(1930-12-25)[4][2] (94 წელი)
გარდ. ადგილი კარლსრუე[4]
დასაფლავებულია კარლსრუეს მთავარი სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო აღმოსავლეთმცოდნეობა
მუშაობის ადგილი კიელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Pour le Mérite და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის
ხელმოწერა Theodor Nöldeke - Signatur.jpg
Theodor Nöldeke ვიკისაწყობში

თეოდორ ნელდეკე (გერმ. Theodor Nöldeke; დ. 2 მარტი 1836, ჰარბურგი — გ. 25 დეკემბერი, 1930, კარლსრუე) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი. სწავლობდა გეტინგენის, ვენის, ლეიდენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მოღვაწეობდა კილში (1868), გეტინგენსა და სტრასბურგში (1872-1906). მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ისლამცოდნეობა და არამეისტიკა; არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ეკუთვნის ირანისტიკაშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური შრომა „ყურანის ისტორია“ (გეტინგენი, 1860), რომელშიც მას საფრანგეთის წარწერათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნელდეკეს ახალსირიული ენის გრამატიკამ (ლაიფციგი, 1868) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არამეული დიალექტების მეცნიერულ შესწავლას, ხოლო მისმა გამოკვლევებმა „მანდეური ენის გრამატიკა“ (ჰალე, 1874), „სირიული ენის მოკლე გრამატიკა“ (ლაიფციგი, 1880) ეტაპი შექმნეს არამეისტიკაში. სემიტური ენათმეცნიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნელდეკეს შრომებმა „სემიტური ენები“ (1880), და „ნარკვევები სემიტური ენათმეცნიერებიდან“ (1904).

ნელდეკეს ეკუთვნის საყურადღებო გამოკვლევები ძველი არამეული თხზულების „ამბავი ახიკარ ბრძენისა“ და ბიბლიური ლიტერატურის შესახებ. ნელდეკე უაღრესად ნაყოფიერი მეცნიერი იყო, ავტორია 600-მდე ნაშრომისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Record #119453223 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Нёльдеке Теодор, Нёльдеке Теодор // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული თებერვალი 26 2017:
  4. 4.0 4.1 Нёльдеке Теодор, Нёльдеке Теодор // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015: