დასავლეთი ლოგონის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
დასავლეთი ლოგონის რეგიონი
ფრანგ. Logone Occidental
არაბ. منطقة لوقون الغربي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი მუნდუ
შიდა დაყოფა Dodjé, Guéni, Lac Wey Department და Ngourkosso
კოორდინატები 8°34′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. / 8.56667° ჩ. გ. 16.08333° ა. გ. / 8.56667; 16.08333
ფართობი 9000 კმ²
მოსახლეობა 683 293 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 75,92 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

დასავლეთი ლოგონის რეგიონი (ფრანგ. Logone Occidental, არაბ. منطقة لوقون الغربي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო მდინარე ლოგონის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მუნდუ. ფართობი — 9000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 683 293 ადამიანს.[1][2][3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში. ტერიტორიულად შეესაბამება ყოფილ დასავლეთი ლოგონის პრეფექტურას. დასავლეთით მას ესაზღვრება დასავლეთი მაიო-კების რეგიონი, ჩრდილოეთით ტანჯილეს რეგიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთით აღმოსავლეთი ლოგონის რეგიონი.

ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით დასავლეთი ლოგონის რეგიონი მდებარეობს სავანის ზონაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი ლოგონის რეგიონის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მიეკუთვნება სარას ეთნიკურ ჯგუფს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი ლოგონის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად — დოჯე (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), გვენი (4 ქვეპრეფექტურისაგან), ლაკ-უეი (7 ქვეპრეფექტურისაგან) და ნგურკოსო (6 ქვეპრეფექტურისაგან).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]