ლოგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლოგონი
ფრანგ. Logone
The Logon-Birni - general view.jpg
მდინარე ლოგონი. 1892 წელი
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ჩადის დროშა ჩადი
სათავე აღმოსავლეთი ლოგონი/დასავლეთი ლოგონი
9°05′24″ ჩ. გ. 16°27′54″ ა. გ. / 9.0901472° ჩ. გ. 16.4650583° ა. გ. / 9.0901472; 16.4650583
შესართავი შარი
12°05′33″ ჩ. გ. 15°02′10″ ა. გ. / 12.09250° ჩ. გ. 15.03611° ა. გ. / 12.09250; 15.03611
შესართავის მდებარეობა ქალაქი კუსერი
სიგრძე 1000 კმ
აუზის ფართობი 78 000 კმ²
ლოგონი (ჩადი)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ლოგონი, ლოგონე (ფრანგ. Logone) — მდინარე ჩადში და კამერუნში, მდინარე შარის მარცხენა შენაკადი.

მდინარე ლოგონის დასავლეთი განშტოების სათავე მდებარეობს კამერუნის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთის განშტოების — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აქედან მდინარე მიედინება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და ჩადის ტერიტორიებზე. მის ქვედა დინებაში მდინარე ლოგონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და კამერუნს შორის. კამერუნის ქალაქ კუსერისთან სიახლოვეს მდინარე ლოგონი უერთდება მდინარე შარის, რომელიც შემდეგ ჩაედინება ჩადის ტბაში.

მდინარეების შარის და ლოგონის აუზი.

მდინარე ლოგონის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1000 კმ-ს. მისი აუზის ფართობია — 78 ათასი კმ². ყველაზე უფრო დიდი შენაკადებია — მდინარეები მაიო-კები და ტანჯილე. მდინარის დინებაზე დაკვირვებები სწარმოებს 38 წლის (1951-1984) განმავლობაში ჩადის ქალაქ ბონგორში, დაახლოებით 450 კმ-ით ზემოთ მდინარე შარის შესართავიდან.[1] ამ პერიოდში ბონგორში დაფიქსირებულმა საშუალო წყლის ხარჯმა შეადგინა 492 მ³/წმ.

XVIII—XIX საუკუნეებში მდინარე ლოგონის ქვედა დინების აღმოსავლეთ ნაპირზე კოტოკოს ტომის ხალხმა შექმნა რამდენიმე სასულთნო, რომლებიც დამოკიდებულები იყვნენ ბორნოს და ბაგირმის იმპერიებზე. დღეისათვის ეს ტერიტორიები შედიან კამერუნის შემადგენლობაში.

მდინარე ლოგონის სახელი დარქმეული აქვთ ჩადის ადმინისტრაციულ რეგიონებს — აღმოსავლეთი ლოგონი და დასავლეთი ლოგონი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]