გუთები
გუთები (ლათ. Gothi, ძვ. ბერძნ. Γότθοι) — გერმანელი ხალხი II—IX საუკუნეები, VIII საუკუნემდე თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ევროპის ცხოვრებაში. ესენი იყვნენ სკანდინავიური წარმოშობის გერმანული ტომები, რომლებიც ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთგერმანულ გუთურ ენაზე (რომლებისთვისაც ეპისკოპოსმა ულფილამ IV საუკუნეში შეიმუშავა გუთური დამწერლობა). ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მათ შვედეთიდან შავი ზღვამდე და დუნაიმდე განვლეს გზა, და მიაღწიეს რომის იმპერიის ავანპოსტებს.
ადრეული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუთები ჩამოყალიბდნენ სკანდინავიაში, იყვნენ რაიონიდან რომელსაც იორდანი უწოდებს სკანძას. თუმცა საკითხი გუთებისა და პროტოშვედების ტომს გიოტების (შვედ. götar, göter) ნათესაობა სადავოა, ისტორიოგრაფიაში ტერმინ სკანძაში იგულისხმება თანამედროვე შვედეთის სამხრეთი და კუნძული გოტლანდია. მეფე ბერიგის დროს ისინი წავიდნენ ბალტიის ზღვის გავლით და დაიკავეს ვისლის ქვედა წელი (II საუკუნე) (იორდანი ამ ადგილს უწოდებს გოტისკანძას).
გუთების კონტინენტურ ევროპაში გადასვლის მომენტიდან ისტორიკოსები იწყებენ ხალხთა დიდი გადასახლების ათვლას. გუთების მიერ თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიიდან გამოძევებულმა ვანდალებმა და რუგებმა დაიწყეს გადაადგილება სამხრეთისაკენ, რითაც აიძულებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას დაძრულიყვნენ ხმელთაშუა ზღვისაკენ. აქედან მოდის - ვარვარების პირველი ზეწოლა რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე, რომელიც მან იგრძნო მარკუს ავრელიუსის დროს.
გუთების მეხუთე მეფემ (ბერიგის შემდეგ) ფილიმერმა ისინი მოიყვანა დნეპრისპირეთში, სადაც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე გაჩნდა გუთების სახელმწიფო ოიუმი. აქამდე დნეპრისპირეთი ეჭირათ სპალის ტომებს, რომელთა სახელიც შემორჩა სლავურ სიტყვაში „исполин“ - გიგანტი. არქეოლოგიურად გუთების ყოფნას დნეპრისპირეთში შეესაბამება ჩერნიახოვის კულტურა, ხოლო მათი ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდს - ველბარის კულტურა.
წერილობითი წყაროები ოიუმის შესახებ გვიანდელი და არასაიმედოა — იორდანის „გეთიკა“ და სკანდინავური საგები (უპირველეს ყოვლისა, „საგა ჰერვარარის შესახებ“), რომელიც მოგვითხრობს გუთების ჰუნებთან ბრძოლის შესახებ. ერთიანი გუთების სახელმწიფოს დედაქალაქად სკანდინარიულ ფოლკლორში ითვლება ქალაქი დნეპრზე — სიტყვასიტყვით დანპარსტადი. ხარვიორის საგაში დედაქალაქად დასახელებულია „მდინარის სახლი“ — არჰეიმარი.
მიახლოებით 230 წელს გუთები ჩამოვიდნენ შავიზღვისპირეთში. როდესაც გუთებს პირველად რომაელები შეეჯახნენ, გოთები ორ შტოდ გაიყვნენ — აღმოსავლეთ (ოსტგუთები) და დასავლეთ (ვესტგუთები). გუთების ტომების რიცხვს მიეკუთვნებიან ასევე სკირები, ტაიფალები და ყირიმელი გუთები, რომელთაგან შემდეგ გამოეყვნენ გუთები-ტრაპეზიტი ტამანზე.
გუთების ომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- III საუკუნეში გუთებმა გამოდევნეს რომაელები დაკიიდან (თანამედროვე მოლდოვა), ეს ემთხვევა გუთების ორად გაყოფის პროცესს.
- 257 წელს გუთების რაზმებმა მიაღწიეს აღმოსავლეთ ყირიმს და ბოსფორის სამეფოს ნაწილობრივ გაძარცვის შემდეგ (პანტიკაპეი და ნიმფეი) დაიპყრეს ფლოტი და მიაღწიეს მცირე აზიას. ამით გაანადგურეს სკვითების სამეფო რომლის ცენტრი ყირიმში იყო.
- 258 წლის გაზაფხულზე გუთების დნესტრის ფლოტილიამ მიაღწია ბოსფორს და გაძარცვა ქალკედონი და ნიკეა.
- 262 წელს თავს დაესხნენ თრაკიას.
- 267 წელს, გოთების ფლოტი გამოვიდა დონის დელტიდან, და მიაღწია კორინთოს და ათენს.
- 269 წელს მოხდა გუთების შეტაკება რომის იმპერიასთან ქალაქ ნიშთან (სერბეთი). ავრელიანე იძულებული იყო დაეტოვებინა დაკია ვარვარებისათვის.
- IV საუკუნეში გუთებმა მიიღეს ქრისტიანობის არიოსიზმული მოდელი და შეიძინეს საკუთარი დამწერლობა, — გუთური ანბანი, რომელიც შედგენილ იქნა ეპისკოპოს ვულფილას მიერ, რომელმაც გუთურზე გადათარგმნა ბიბლიური ტექსტები (ულფილას ბიბლია).
- 375 წელს ჰუნებმა გაანადგურეს გუთების სამეფო შავიზღვისპირეთში.
- 376 წელს გუთებმა მოახდინეს დუნაის ფორსირება და გადასხლდნენ ბალკანეთში.
- 378 წელს გუთები ანადგურებენ რომის იმპერატორის არმიას ადრიანაპოლისთან.
- 410 წელს ვესტგუთების მეფე ალარიხ I-მა (ალარიკუს I) დაანგრია რომი.
- 412 წელს ვესტგუთები შეიჭრნენ გალიაში.
- 414 წელს ვესტგუთები შეიჭრნენ ესპანეთში.
- 418 წელს ვესტგუთები უკან იხევენ აკვიტანიისაკენ (სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი) და იქ აარსებენ საკუთარ სამეფოს.
- 451 წელს კატალაუნის ბრძოლაზე გუთებისა და სხვა ტომების კავშირმა შეძლო ჰუნების წინსვლის შეჩერება დასავლეთისაკენ.
- 463 წელს ვესტგუთები ანახლებენ ესპანეთის დაპყრობას.
- 493 წელს ოსტგუთების მეფე თეოდორიხ I (თეოდორას I) აფუძნებს სამეფოს იტალიაში.
- 507 ფრანკები აძევებენ ვესტგუთებს აკვიტანიიდან.
- გოთური ომის დროს (536—555) ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ჯარებმი ანადგურებენ ოსტგუთების სამეფოს იტალიაში.
- 711 წელს ტარიქ იბნ ზიადის არაბული არმია ანადგურებს ვესტგუთების სახელმწიფოს ესპანეთში.
- XVII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ყირიმელი გუთების შესახებ ბოლო ცნობები (იხ. ყირიმულ-გუთური ენის ლექსიკონი).
დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუთებმა გერმანულ ტომებს შორის პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა (არიოსიზმული მოდელი). გუთური ბიბლია — არის პირველი ლიტერატურული ძეგლი გერმანულ ენაზე; ერთდროულად ეს არის პირველი თარგმნილი გერმანული დამწერლობის ძეგლი. დღეს მხოლოდ ცნობილია ამ თარგმანის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი. მიუხედავად ამისა, ფილოლოგიის თვალსაზრისით (როგორც ლიტერატურათმცოდნეობა, ასევე შედარებით-ისტორიული ენათმცოდნეობა) ის არის უნიკალურია და ფასდაუდებელი. ეს თარგმანი გაკეთებულია IV საუკუნეში ახ. წ.ა. არიოსიზმელი ეპისკოპოსის ულფილას მიერ.
მეხსიერება გუთებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენესანსის დროს გუთები განიხილებოდნენ როგორც ჰუმანისტები, ბარბაროსული საწყისების მატარებლები, როგორც ანტიკური ცივილიზაციის გამნადგურებლები. „შუა საუკუნეების“ ტერმინის დამკვიდრებამდე ყველაფერი გერმანულ-ბარბაროსული ევროპულ კულტურაში აღინიშნებოდა ეპითეტით „გოთიკური“. აქედან მოდის ტერმინები გოთიკა და გოთიკური შრიფტი, თუმცა შესაბამის მოვლენებს გუთებთან პირდაპირი კავშირი არა აქვთ.
გუთების აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას მათ მეზობლებმა სლავებმა გუთური ენიდან გადაიტანეს ბევრი სიტყვა — „хлеб“ პური, „котёл“ ქვაბი, „блюдо“ კერძი,თეფში, „купить“ ყიდვა, „художество“ მხატვრობა, „верблюд“ აქლემი და სხვა (დაწვრილებით იხილეთ ფასმერის ლექსიკონი). გუთების მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ შვედეთის მეფეები („სვევების, გუთებისა და ვანდალების მეფეები“), ვესტგუთების შთამომავლებად ასევე თვლიდნენ თავს ესპანელი თავად-აზნაურობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხ. ვოლფრამი, გუთები. მ., იუვენტა, 2003.
- ჟაკ ლე გოფი შუა საუკუნეების დასავლეთის ცივილიზაცია. მ., «პროგრესი», 1992.
- ა. ზამორიახინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გუთები // ისედონი: ძველი ისტორიისა და კულტურის ალმანახი. ეკატერინბურგი: ურალის სახ. უნივერსიტეტი, 2003. ტ. II. ფ. 171—183. ISSN 1683-7037