ადრიანოპოლის ბრძოლა (378)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანოპოლის ბრძოლა.
ბრძოლის გეგმა

ადრიანოპოლის ბრძოლა – ბრძოლა რომაელებსა და აჯანყებულ ვესტგუთებს შორის, გაიმართა 378 წლის 9 აგვისტოს, ადრიანოპოლთან (ახლანდელი ედირნე, თურქეთი). იმპერატორმა ვალენტიმ ბრძოლა გაუმართა აჯანყებულებს, რომლებსაც მონები და კოლონისტები შეუერთდნენ. რომაელებმა შეუტიეს ვესტგუთების ბანაკს, რომელიც ოთხთვალებით იყო გარშემორტყმული, რომაელთა არმია თითქმის მთლიანად მოისპო, დაიღუპა იმპერატორიც. ამ დამარცხებამ საგრძნობლად დაასუსტა რომის იმპერია.

IV საუკუნის ისტორიკოსის ამიანუს მარცელინუსის ცნობით, ადრიანოპოლის ბრძოლაში რომაელთა არმიის ერთ-ერთი სარდალი ყოფილა ბაკურ იბერიელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 102.
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2. თბ., 2008 წ. გვ. 250-251