კორინთი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კორინთო)
| ქალაქი | |
|---|---|
|
კორინთი Κόρινθος | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 37°56′00″ ჩ. გ. 22°56′00″ ა. გ. / 37.93333° ჩ. გ. 22.93333° ა. გ. |
| ფართობი | 102.2 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 0 - 10 მ |
| მოსახლეობა | 58 220 კაცი (2001) |
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
| სატელეფონო კოდი | 2741 |
| საფოსტო ინდექსი | 20131, 20132 და 20150 |
| ოფიციალური საიტი | korinthos.gr |
კორინთი (ბერძ. Κόρινθος) — თანამედროვე ქალაქი და ნავსადგური საბერძნეთში, კორინთის ყელზე, კორინთის არხთან. პელოპონესის კორინთიის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.
კორინთის გადასასვლელით აკავშირებს შუა საბერძნეთს პელოპონესთან, დასავლეთიდან კორინთის ყურე აკრავს, აღმოსავლეთიდან სარონიკის. კორინთი ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 78 კილომეტრში მდებარეობს.
თანამედროვე კორინთი დაარსდა 1818 წელს. 1858 წლის მიწისძვრის შემდეგ იქნა აღდგენილი ნაქალაქარიდან სამ კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქს ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთით 1881-1893 წლებში აშენებული კორინთის არხი მიუყვება (სიგრძე 6,2 კმ, სიგანე 22 მეტრი, სიღრმე 8 მ).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: