სკირები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკირები ევროპის რუკაზე

სკირები (Skiren, Sciren) — გერმანული ტომი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ გუთების ჯგუფს და თავდაპირველად ცხოვრობდნენ ბალტიის ზღვის ნაპირზე და ვისლას სანაპიროზე კარპატების ჩრდილოეთით[1]; შეუერთდნენ რუგებს და გერულებს, ისინი II ასწლეულს ძვ. წ.ა. შავი ზღვისაკენ დაიძრნენ; მიახლოებით 454 წ. ისინი გამოჩნდნენ შუა დუნაიზე და ეხლანდელ მორავიაში. როგორც დამოუკიდებელი ტომი, სკირები განადგურდა ოსტგოტებთან ბრძოლაში 457—471 წწ.; მათი კვალი დაიკარგა რუგებსა და სვევავებს ან ოდოაკრის მიერ რომაელ დაქირავებულებს შორის.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ.ვ. სედოვი ცნობები ადრე სლავებზე ძველ წერილობით წყაროებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2011-01-20.