შინაარსზე გადასვლა

ბეტუნგ-კერიჰუნის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეტუნგ-კერიჰუნის ეროვნული პარკი

Taman Nasional Betung Kerihun

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული კალიმანტანი
კოორდინატები 1°13′ ს. გ. 113°21′ ა. გ. / 1.217° ს. გ. 113.350° ა. გ. / -1.217; 113.350
ფართობი 8 000 კმ²
დაარსდა 1995
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ბეტუნგ-კერიჰუნი (ინდონ. Taman Nasional Betung Kerihun) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ბორნეოზე, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს შიდა ნაწილში, მალაიზიის საზღვრის გასწვრივ. შეიქმნა 1995 წელს. მოიცავს 8 000 კმ²-ს.[1] მალაიზიის მხარეს მდებარე ლანჯაგ-ენტიმაუს ველური ბუნების ნაკრძალთან ერთად, შეთავაზებულ იქნა იუნესკოსთვის, რათა შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „ბორნეოს ტრანსსასაზღვრო წვიმის ტყეების მემკვიდრეობა“.[2]

ეროვნული პარკი გორაკ–ბორცვიანი და მთიანია. სიმაღლე 150 მეტრიდან 1 800 მეტრამდე მერყეობს. ტოპოგრაფია ხასიათდება ციცაბო მწვერვალებით, უმაღლესი მწვერვალია კერიჰუნის მთა (1 790 მ). პარკში მდებარეობს მდინარე კაპუასის სათავე.[2]

პარკის მემკვიდრეობა მოიცავს ორ ეკორეგიონს — ბორნეოს წვიმის ტყეებს, რომელიც ტერიტორიის 2/3-ს ფარავს და ბორნეოს დაბლობის წვიმის ტყეებს.

  1. Betung Kerihun National Park. Indonesian Ministry of Forestry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-28. ციტირების თარიღი: 2010-07-20.
  2. 2.0 2.1 Betung Kerihun National Park (Transborder Rainforest Heritage of Borneo). UNESCO. ციტირების თარიღი: 2007-10-03.