კაპუასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდინარე კაპუასი

კაპუასი (ინდონ. Sungai Kapuas) – მდინარე კუნძულ კალიმანტანის დასავლეთ ნაწილში. უდიდესი მდინარე ინდონეზიაში. სიგრძე 1040 კმ., აუზის ფართობი 97 ათ. კმ2. სათავე აქვს ბოვენკაპუას ქედზე. ზემოთში (165 კმ-მდე) მთის მდინარეა. ქვემოთ მიედინება დაჭაობებულ ვაკეზე. შესართავთან ქმნის დელტას. ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვას. უხვწყლიანია მთელი წლის მანძილზე. კაპუასი კუნძულ კალიმანტანის შიგა რაიონების ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. განვითარებულია თევზჭერა. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]