ბაშკირული ვიკიპედია
იერსახე
ბაშკირული ვიკიპედია Башҡорт Википедияһы | |
---|---|
მისამართი: | ba.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ბაშკირული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 63 758 |
გვერდების რაოდენობა: | 183 484 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 1 279 448 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 43 000 |
აქტიური მომხმარებელი: | 72 |
ადმინისტრატორი: | 4 |
სიღრმე: | 24.6 |
ბაშკირული ვიკიპედია (ბაშკ. Башҡорт Википедияһы) — ვიკიპედიის განყოფილება ბაშკირულ ენაზე. შეიქმნა 2002 წლის 2 ივნისს. პირველი სტატია (სტატიის ვერსია) ბაშკორთოსტანი გაჩნდა 2005 წლის 16 აპრილს. სწორედ ეს თარიღია მიჩნეული ბაშკირული ვიკიპედიის დაბადების დღედ. ერთი წლის შემდეგ, კერძოდ 2006 წლის 26 აპრილს შეიქმნა მე-100 სტატია (ქიმია). განყოფილების დინამიკური ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება 2011 წლიდან. 2013 წლის თებერვლის მდგომარეობით ბაშკირულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 25 ათასი სტატია. 2016 წლის მდგომარებით მოიცავს დაახლოებით 36 ათას სტატიას. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 80-მდეა. ჰყავს 6 ადმინისტრატორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|