Rome: Total War

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rome: Total War
დეველოპერ(ებ)ი Creative Assembly
გამომცემელი Activision (ადრე)
Sega (მიმდინარე)
Feral Interactive (Mac OS X, iOS)
სერია „Total War“
ძრავა Total War Engine 2
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
macOS
iOS
გამოსვლის თარიღი
  • Windows
    ჩრდ.ამ. 22 სექტემბერი, 2004
    ევრ 1 ოქტომბერი, 2004
  • OS X
    • მსოფლიო 5 თებერვალი, 2010
  • iOS
    • მსოფლიო 10 ნოემბერი, 2016
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის ტაქტიკა
რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მაიკლ მ. სიმფსონი
დიზაინერ(ებ)ი
  • რობერტ თ. სმითი
  • მაიკ ბრანტონი
  • მაიკლ დე პლეიტერი
  • ჯეიმი ფერგუსონი
  • ქრის გემბოლდი
კომპოზიტორი ჯეფ ვან დაიკი
ვერსია 1.9

Rome: Total War (ქართ. რომი: ტოტალური ომი) — Total War-ის სერიის რიგით მესამე სტრატეგიული თამაში „Shogun: Total War“-ისა და „Medieval: Total War“-ის შემდეგ. შექმნილია Creative Assembly-ს და გამოქვეყნებულია Activision-ის მიერ 2004 წელს (თუმცა, თამაშზე უფლებები მოგვიანებით Sega-ს გადაეცა). თამაშში მოქმედებები მიმდინარეობს რომის რესპუბლიკის ეპოქაში და იმპერიის პირველ ხანაში ძვ. წ. 273 და ახ. წ. 14 წლებს[1] შორის და მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს.

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირობითად თამაშში არის სამი ურთიერთდამოუკიდებელი ნაწილი: კამპანია, ისტორიული ბრძოლები და ხელქმნილი შეტაკებები. კამპანიაში მოთამაშე სტრატეგიულ რეჟიმში აკონტროლებს ერთ-ერთ სახელმწიფოს ან ფრაქციას დიდ რუკაზე, მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური მბრძანებლობის მოპოვება სხვა სახელმწიფოების დაპყრობით ან კავშირების შექმნით, თამაში მთავრდება მბრძანებლობისთვის აუცილებელი პირობების შესრულების (მაგალითად, გარკვეული რაოდენობის რეგიონების დაპყრობით და რამდენიმე სხვა ფრაქციის განადგურებით) ან მოთამაშის ფრაქციის განადგურების შემთხვევაში. ისტორიულ ბრძოლებში მოთამაშე აკონტროლებს დამარცხებულ მხარეს და ევალება გამარჯვება, ხოლო ხელქმნილ შეტაკებებში მოთამაშე თავად ირჩევს ბრძოლის ველს, მონაწილე ფრაქციების შემადგენლობას და რაოდენობას (მათგან მოთამაშე მართავს მხოლოდ ერთს), მონაწილე სამხედრო ერთეულების აღჭურვილობას და მათ რაოდენობას.

კამპანიის რეჟიმში თამაში შედგება ორი ნაწილისგან. სტრატეგიულ ნაწილში მოთამაშე მართავს საკუთარ ფრაქციას, მის არმიებს და ქალაქებს, ხოლო როცა მისი არმია ბრძოლაში ერთვება მტრის არმიასთან, თამაში გადადის ტაქტიკურ რეჟიმში, სადაც გამარჯვებისთვის აუცილებელია მოწინააღმდეგის განადგურება ან უკუქცევა (ზღვაზე ბრძოლა ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს). ბრძოლაში ჩართულ არმიას შეუძია უკან დაიხიოს, თუ პირობები მის სასარგებლოდ არ არის მიმართული. ასევე სტრატეგიულ ნაწილში მოთამაშეს მოუწევს ფრაქციის მმართველი დინასტიის კონტროლი, მაგრამ ის შეზღუდულია — მოთამაშეს მხოლოდ შეუძლია მემკვიდრის დანიშვნა და გოგონების ქორწინების მართვა (სიძის არჩევა შეუძლებელია, შეიძლება მხოლოდ კანდიდატზე დათანხმება ან უარყოფა. ვაჟების ქორწინებაზე გავლენა მოთამაშეს არ გააჩნია).

კამპანიაში არსებობს ოცი ფრაქცია, რომლებიც პირობითად შეიძლება დაიყოს კულტურების მიხედვით: რომაული, ელინისტური, აღმოსავლური, პუნიკური და ბარბაროსული. არსებობს შუალედური კულტურის მქონე ფრაქციებიც: მაგალითად, თრაკია და პონტო პირობითად ელინისტური კულტურაა, მაგრამ პირველი განიცდის ძლიერ ბარბაროსულ გავლენას, ხოლო მეორე — აღმოსავლურს, იბერია ბარბაროსული კულტურაა, განიცდის კართაგენის გავლენას, ეგვიპტე — პირობითად ელინისტური, ძალიან განსხვავდება სხვა ელინისტური ფრაქციებისგან. ოცდამეერთე ფრაქციას წარმოადგენენ მეამბოხეები, რომელთა არმიები პერიოდულად ჩნდებიან რუკაზე. მათი შემადგენლობა ძირითადად დამოკიდებულია ადგილობრივ რეგიონზე (ცენტრალურ ევროპაში — ბარბაროსები, ჩრდილო-აღმოსავლეთში — სკვითები, აპენინზე — ლათინები, არაბეთში — აღმოსავლელები) მაგრამ უნიკალური შემთხვევებიც არსებობს — მაგალითად, იერუსალიმის რეგიონში წარმოქმნილი მეამბოხეები შედგებიან იუდეველი მეომრებისგან, რომლებიც მოთამაშისთვის ხელმიუწვდომლები არიან. თამაში მეამბოხეებს განიხილავს ერთიან ფრაქციად, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა მათთან შეზღუდულია მუდმივი ომით და მოსყიდვით. ფრაქცია, რომელიც დაკარგავს უკანასკნელ ქალაქს, მეამბოხეთა რიცხვს შეუერთდება.

კამპანიაში თავდაპირველად ხელმისაწვდომია მხოლოდ რომის რესპუბლიკის სამი ფრაქცია (საგვარეულოები). მისი დამთავრების შემდეგ იხსნება რვა დამატებითი ფრაქცია: ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, სელევკიდთა იმპერია, ეგვიპტე, კართაგენი, გალია, გერმანია, ბრიტანეთი და პართია. რომის სენატი, მაკედონია, პონტო, სომხეთი, ნუმიდია, სკვითები, თრაკია, დაკია, იბერია და მეამბოხე ფრაქციები ჩვეულებრივ პირობებში მიუწვდომელი ფრაქციებია, მათი არჩევა შეიძლება მხოლოდ თამაშის ფაილების მოდიფიკაციის შემთხვევაში.

ყოველ ფრაქციას გააჩნია მმართველი დინასტია, რომლის სათავეში დგას ფრაქციის ლიდერი. ყოველი მამაკაცი დინასტიიდან (ან ქორწინების შედეგად დანათესავებული სიძე) სრულწლოვანობის მიღწევისას ღებულობს პირად გვარდიას და შეუძლია ჯარის მეთაური გახდეს ან ქალაქის მმართველად დაინიშნოს. არმიას გენერლის გარეშე მეთაურობს კაპიტანი (ერთ-ერთი შემადგენელი რაზმის წინამძღოლი), რომელიც, თუ სახელს მოიხვეჭს გამარჯვებების შედეგად, ასევე შეიძლება გახდეს დინასტიის წევრი. პერსონაჟი მიიღებს გარკვეულ მახასიათებლებს და მიმდევრებს იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ბრძოლები მისი არმიის მიერ ან როგორი მდგომარეობა იქნება მას დაქვემდებარებულ ქალაქში, რასაც არმიაზე ანდა ქალაქზე შეიძება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი. ფლოტებს ყოველთვის ადმირლები მეთაურობენ, რომლებიც, როგორც კაპიტნები, არ არიან დინასტიის წევრები.

კამპანიაში ასევე არსებობს აგენტების სამი ტიპი: ჯაშუშები, დესპანები და დაქირავებული მკვლელები. ჯაშუშები გამოიყენებიან დაზვერვისთვის, მოწინააღმდეგის არმიების და შემადგენლობის დაზუსტებისთვის და კონტრ-დაზვერვითი საქმიანობისთვის (მტრის ქალაქში შეყვანილ ჯაშუშს შეუძლია ალყის შემთხვევაში თავის არმიას კარიბჭე გაუღოს). დესპანები აუცილებელია სხვა ფრაქციებთან ურთიერთობისთვის და ხელშეკრულების დასადებად (მაგალითად, სავაჭრო ხელშეკრულების ანდა კავშირის შესაქმნელად). ხოლო დაქირავებული მკვლელები გამოიყენებიან მტრის აგენტებისა და გენერლების მოსასპობად და დივერსიების მოსაწყობად მტრის ქალაქებში.

სტრატეგიული რუკა დაყოფილია პროვინციებად, რომლებიც იმართება ქალაქებიდან. ტერიტორიის მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოთამაშე აკონტროლებს ქალაქს. ქალაქებში საჭიროა სამხედრო და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობა არმიის შექმნისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის და წესრიგის გაუმჯობესებისთვის. ფულის სახით მიღებული შემოსავალი იხარჯება ჯარების უზრუნველყოფაზე და კორუფციაზე (რაც უფრო დიდია ფრაქცია, მით უფრო ძლიერია კორუფცია), რაც რჩება, გადადის მოთამაშის მფლობელობაში. უნიკალური რესურსები (ტყავეული, ოქრო, რკინა, მარმარილო და ა.შ.) პროვინციაში უფრო ზრდიან ქალაქიდან მიღებულ შემოსავალს.

დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Rome: Total War“-ს აქვს ორი დამატება — „Barbarian Invasion“ (ბარბაროსთა შემოსევა) და „Alexander“ (ალექსანდრე).

Barbarian Invasion[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატება „Barbarian Invasion“ (ბარბაროსთა შემოსევა) გამოვიდა 2005 წლის სექტემბერში. მოქმედება მიმდინარეობს ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში, 363 და 476 წლებს შორის. რუკაზე გარკვეული ცვლილებები გაჩნდა: ქალაქების რაოდენობა შემცირდა, დაემატა რელიგიის მნიშვნელობა (ქრისტიანობა, ზოროასტრიზმი და წარმართობა), ბრძოლის გამართვისთვის ღამის დროის არჩევა, ცურვის შესაძლებლობა მეომრებისთვის (აადვილებს მდინარის გადალახვას) და ურდოს მექანიკა ზოგი ფრაქციისთვის (შეუძლია ქალაქების გარეშე არსებობა, მაგრამ გადასარჩენად აუცილებელია სხვების ტერიტორიების ძარცვა).

კამპანიაში რუკაზე არსებობს ოცი ფრაქცია, რომლებიც ასევე კულტურების მიხედვით შეიძლება დაიყოს:

მეამბოხეების ფრაქცია ისეთივე წესებს ემორჩილება, როგორც მთავარ თამაშში, ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ რომის იმპერიებში წარმოქმნილი მეამბოხეები, შესაბამისი ფრაქციის ქალაქების დაკავების შემთხვევაში, წარმოქმნიან უნიკალურ ფრაქციებს — დასავლეთ ან აღმოსავლეთ რომის იმპერიის მეამბოხეებს (თუ ეს ფრაქციები უკვე არსებობენ, მეამბოხეები ჩაითვლებიან სტანდარტული ფრაქციის წევრებად).

კამპანიაში თამაშისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ათი ფრაქცია: დასავლეთ რომის იმპერია, აღმოსავლეთ რომის იმპერია, სასანიანთა სპარსეთი, ჰუნები, გუთები, ვანდალები, სარმატები, საქსები, ფრანკები და ალემანები.

Alexander[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Alexander“ (ალექსანდრე) გამოვიდა 2006 წელს, მოქმედება იწყება ძვ. წ. 336 წელს და გრძელდება ასი სვლის (თითქმის ოცდაათი წელიწადი) განმავლობაში. კამპანიის მექანიკა კარდინალურად შეიცვალა — რუკაზე ჩამოიჭრა ევროპისა და აფრიკის დიდი ნაწილი და დაემატა აზია ინდოეთამდე, ქალაქების რაოდენობა შემცირდა, გაქრა დიპლომატიის შესაძლებლობა, შეიცვალა ფრაქციების შემადგენლობა და რაოდენობა.

რუკაზე განთავსებულია ექვსი ფრაქცია:

კამპანიის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ალექსანდრე მაკედონელის სახით ექვს ისტორიულ ბრძოლაში (ქერონეის, გრანიკოსის, ჰალიკარნასის, ისოსის, გავგამელის და ჰიდასპის ბრძოლები) გამარჯვება და მისი ისტორიული იმპერიის მნიშვნელოვანი ქალაქების (მაგალითად, ჰალიკარნასისა და ბაბილონის) დაპყრობა ასი სვლის განმავლობაში (მიანიშნებს ალექსანდრეს ხანმოკლე მმართველობაზე და ლაშქრობაზე).

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 92/100[2]
ქულები
წყარო რეიტინგი
Eurogamer 9/10[3]
Game Informer 7.75/10[4]
Game Revolution A−[5]
GameSpot 9.1/10[6]
GameSpy 4.5/5 stars[7]
IGN 9.4/10[8]
X-Play 5/5 stars[9]

2006 წელს გაიყიდა „Rome: Total War“-ის 390,000 ეგზემპლარი, რითაც კომპანიას 16.8 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოუტანა. ის იყო ქვეყნის 40-ე ყველაზე გაყიდვადი თამაში 2000-2006 წლებში. 2013 წლის აგვისტოში აშშ-ში თამაშის გაყიდვები 876,000 ასლამდე გაიზარდა.[10] დიდ ბრიტანეთში გაყიდვებმა 300,000 ასლამდე მიაღწია.[11]

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 92/100.[2] ზოგიერთმა მიმოხილველმა ის დაახასიათა ყველა დორის საუკეთესო სტრატეგიულ თამაშად. მას აგრეთვე მიენიჭა მრავალი ჯილდო სხვადასხვა გამოცემებისგან:

  • „PC Gamer“ (ბრიტანეთი): 5-ე ყველა დროის საუკეთესო PC თამაში
  • „IGN“: რედაქტორთა რჩეული, 4-ე ყველა დროის საუკეთესო PC თამაში, 14-ე ყველა დროის საუკეთესო თამაში.[12][13]
  • „PC Gamer“ (US): რედაქტორთა რჩეული, 2004 წლის საუკეთესო სტრატეგია
  • „GameSpot“: რედაქტორთა რჩეული, 2004 წლის საუკეთესო სტრატეგია
  • „Adrenaline Vault“: ბრწყინვალების ნიშანი
  • „GameSpy“: რედაქტორთა რჩეული
  • E3 2003 Game Critics Awards: საუკეთესო სტრატეგია

„Computer Games Magazine“-მა „Rome: Total War“ დაასახელა 2004 წლის მეხუთე საუკეთესო თამაშად. 2004 წელს „Computer Gaming World“-ის რედაქტორებისგან მიიღო ნომინაცია „წლის სტრატეგიული თამაში“.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rome: Total War archived page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2017-12-09.
  2. 2.0 2.1 Rome: Total War for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  3. Gillen, Kieron. (October 1, 2004) Rome: Total War. Eurogamer. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2010.
  4. Biessener, Adam (2004 ნოემბერი). „Rome: Total War“. Game Informer (139): 165. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. Ferris, Duke. (8 ოქტომბერი, 2004) Rome: Total War Review. Game Revolution. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  6. Ocampo, Jason. (23 სექტემბერი, 2004) Rome: Total War Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  7. Kosak, Dave. (September 22, 2004) GameSpy: Rome: Total War. GameSpy. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2010.
  8. Butts, Steve. (22 სექტემბერი, 2004) Rome: Total War. IGN. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  9. Bemis, Greg. (27 ოქტომბერი, 2004) Rome: Total War Review. X-Play. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-05. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  10. Gaudiosi, John. (August 8, 2013) Sega is refashioning itself as a PC game maker. CNNMoney. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2014.
  11. Caoili, Eric. (26 ნოემბერი, 2008) ELSPA: Wii Fit, Mario Kart Reach Diamond Status In UK. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2017.
  12. IGN's Top 100 Games (#20-#11). IGN (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
  13. Adams, Dan; Butts, Steve; Onyett, Charles. Top 25 PC Games of All Time (Page 3). IGN (16 მარტი, 2007). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  14. Editors of CGW (March 2005). „2004 Games of the Year“. Computer Gaming World (249): 56–67.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link)