სელევკიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლა

სელევკიდები — მმართველი დინასტია, ალექსანდრე მაკედონელის სარდლის სელევკე I ნიკატორის მიერ დაარსებულ ელინისტურ სახელმწიფო სელევკიდების სირიაში (ძვ. წ. 31283, ძვ. წ. 68—64).

სელევკე I ნიკატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, მაკედონელი რეგენტის პერდიკეს ყველაზე უახლოესი თანაშემწე იყო სელევკე (ძვ. წ. 353281 წწ.) ცხენოსანთა (ხილიარხთა) ერთ–ერთი მეთაური – არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალის, მტკიცე ხასიათის, მოქნილი და ფრთხილი ადამიანი. ის გამოირჩეოდა ალექსანდრეს და არმიის ნდობით, განსაკუთრებით, ჰიდასპის ბრძოლის შემდეგ, სადაც მან არაჩვეულებრივი სიმამაცე გამოამჟღავნა. ძვ. წ. 321 წელს ეგვიპტეში პერდიკეს წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, ნილოსის გადალახვისას, როდესაც დაიღუპა მაკედონური არმიის ნაწილი, სელევკი გახდა პერდიკეს წინააღმდეგ ბუნტის მეთაური. პერდიკე აჯანყების მსხვერპლი შეიქნა.

სელევკიდების სახელმწიფოს შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონელის იმპერია დიადოქოსების ბრძოლის შემდეგ
სელევკე I ნიკატორი

გამარჯვებულებმა ურთიერთშორის დაინაწილეს იმპერია, ამასთან, სელევკმა უარყო რა ხილიარხის მოვალეობა ანტიპატრეს ვაჟის, კასანდრის სასარგებლოდ, მიიღო ბაბილონის სატრაპია. მალე მას მოუწია ბრძოლა უფლებებისათვის მებრძოლ ევმენთა სამეფო დინასტიასთან, რომელიც პოლიპერხონმა დანიშნა აზიის მმართველად. ამ ბრძოლაში სელევკის მოკავშირე ანტიგონმა გაიმარჯვა ევმენზე, რის წყალობითაც მას ხელში ჩაუვარდა უზარმაზარი სიმდიდრე და სამხედრო ძალები. ფიქრობდა რა მთელი აზიის დაპყრობას, ანტიგონმა ზურგი შეაქცია მოკავშირე სელევკს. ის მას უკვე განიხილავდა არა თავის მოკავშირედ, არამედ თავის ხელქვეითად და ბაბილონის დასაპყრობად ემზადებოდა.

სელევკი გაიქცა ბაბილონში, შეშინებულმა, რომ ანტიგონე მოსთხოვდა მას დაპყრობილი მიწების უკან დაბრუნებას, შეკრა კავშირი პტოლემეოსთან, ლისიმაქესთან და კასანდრთან. მოკავშირეებმა ანტიგონს წაუყენეს მოთხოვნა, რომ გაენაწილებინა მათთვის აზიის საგანძური და გაეყო მიწები. რასაკვირველია ანტიგონმა უარი განაცხადა. დაიწყო ომი. ღაზასთან ბრძოლის შემდეგ ძვ. წ. 312 წელს, რომელშიც ანტიგონის ვაჟი დემეტრე განადგურებულ იქნა, სელევკმა პტოლომეოსისგან მიიღო მცირე რაოდენობის ჯარები, რითაც იგი გაემართა თავისი სატრაპიის გამოსახსნელად. ბაბილონის სხვადასხვა ადგილებში არსებულ ციხე–სიმაგრეებში გარნიზონების ჩაყენების შემდეგ, სელევკი დაპყრობილებმა აღიარეს მმართველად. მან შტურმით აიღო ბაბილონი, დაამარცხა ბაბილონის ყოფილი სატრაპი ნიკანორი, დაიმორჩილა სუზა, მიდია, სპარსეთი და აღმოსავლეთი ირანი. სამართლიანობისა და სირბილის წყალობით, რომლითაც გამოირჩეოდა სელევკი, როგორც მმართველი, დაპყრობილი პროვინციების ხალხებმა სიხარულით მიიღეს იგი და შეიყვარეს. ასე წარმოიქმნა სელევკიდების სამეფო უზარმაზარი ტერიტორიით.

სელევკიდების ადრეული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელევკეს I ნიკატორის მონეტა

სელევკე I ნიკატორი იყო არაჩვეულებრივი ორგანიზატორი და განათლებული მმართველი. მან დააარსა 75–მდე ქალაქი, რომელთა შორის 16 ანტიოქია იყო (მისი მამის, ანტიოქეს სახელობის ქალაქები), ცხრა სელევკია, სამი აპამეი, ერთი სტრატონიკეა, ხუთი ლაოდიკეა, სხვა მაკედონურ ან ბერძნულ ქალაქებს არქმევდა ალექსანდრე მაკედონელის სახელს, ან თავისი გამარჯვებების ხსოვნის აღსანიშნავ სახელებს. სამეფოს დედაქალაქი იყო ზღვის სიახლოვეს, მდინარე ორონტის ნაყოფიერ ველზე მდებარე ქალაქი ანტიოქია. იმპერია მართვის გაადვილების თვალსაზრისით დაყოფილი იყო 72 პატარა სატრაპიად, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე. წ. სელევკიდა. სელევკიაში შედიოდა კილიკიის სამხრეთ–აღმოსავლეთი ნაწილი, კომაგენეს სამხრეთ ნაწილი და ჩრდილოეთ სირია 4 პატარა ქალაქით: ანტიოქიით, სელევკიით, აპამეით, ლაოდიკიით.

ამ ოთხი ქალაქის გამო სელევკიდა იწოდებოდა მეორე სახელით ტეტრაპოლით (სტრაბონი). ტეტრაპოლი სწორედ „ოთხქალაქს“ ნიშნავს. დიდი მონარქიის დანარჩენ ქალაქთაგან მეტნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ოროპი (მდინარე ორონტსა და ევფრატს შორის), ზევგმა (ევფრატზე), ბამბიკა–ჰიერაპოლი (ზევგმიდან სამხრეთით), ამფიპოლი, ბეროეა (ამანის ქედსა და ევფრატს შორის), ედესა (ტიგროსსა და ევფრატს შორის), სელევკია ტიგროსზე, ევროპი მიდიაში, კალიოპა და ჰეკატომპილი პართიაში. სელევკის მიერ დაარსებული ქალაქების უმრავლესობა მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთს, ორონტსა და ბაბილონს შორის. ქალაქები, ბერძნული პოლისების მსგავსად, სარგებლობდნენ თვითმმართველობის უფლებით, მაგრამ იყო ადგილები რომელთა მოსახლეობა (არაბერძნული ეთნოსის სიჭარბის გამო) ტომის ბელადებს მიაგებდნენ პატივს.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ვაჭრობა. ტიგროსზე მდებარე სელევკია იყო ხმელთაშუა ზღვისა და ინდოეთის შემაკავშირებელ გზაზე მდებარე მთავარი სავაჭრო პუნქტი. მცირე აზიის დასავლეთ ნაწილი, ბითინიის, პერგამონის და ზოგიერთი ოლქისა და ქალაქის ჩათვლით, ასევე, ეკუთვნოდა სელევკიდას. ამ ნაწილის მთავარი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნებოდა ლამპსაკი და სმირნა.

მცირე აზიის სამფლობელოებისა და აღმოსავლეთ სატრაპიების დაკარგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელევკიდები იყვნენ ალექსანდრე მაკედონელის საქმის გამგრძელებლები აზიის ელინიზაციაში. დროთა განმავლობაში ბერძნული ელემენტების წინააღმდეგობამ აზიური რეჟიმით მცხოვრებ მოახლეობასთან, საქმე მიიყვანა სირიის სამეფოს დაშლამდე რამდენიმე საქალაქო საზოგადოებად, რამაც სირიის სამეფოს თავისი ყოფილი სიძლიერე დააკარგვინა. სელევკე I–ის მემკვიდრე იყო მისი ვაჟი ანტიოქე I სოტერი (ძვ. წ. 281 — ძვ. წ. 261), რომლის შემდგომ ქვეყანას მართავდა მისი მემკვიდრე ვაჟი ანტიოქე II თეოსი (ძვ. წ. 261—246 წწ.). უკვე ძვ. წ. 280 წელს ანტიოქე I დაამარცხეს ბითინიელებმა.

სახელწოდება „სოტერი“ (მფარველი) ანტიოქე I მიიღო გალათაელებზე მცირე აზიის დასავლეთ პროვინციებში 46 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში გამარჯვებისათვის. მოგვიანებით მას ჰქონდა წარუმატებელი ბრძოლები პერგამონელ ევმენთან და პტოლემეებთან (სირიის პირველი ომი). ანტიოქე II–ს ომი ჰქონდა თრაკიელებთან და ეგვიპტესთან (სირიის მეორე ომი), აგრეთვე მან გაათავისუფლა ქალაქი მილეტი ტირან ტიმარქისგან. ანტიოქოსები მმართველობის პერიოდში სამეფო ფართობით შემცირდა ძვ. წ. 256 წელს პართელთა და ბაქტრიელთა თავდასხმების შედეგად.

სამფლობელოების აღდგენის მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელევკე II კალინიკეს მეფობაში (ძვ. წ. 246–225 წწ.) მოხდა სირიისათვის წარუმატებელი მესამე ომი ეგვიპტესთან. განცდილი მარცხის გამო სელევკე II–მ კავშირი შეკრა საკუთარ ძმასთან, ანტიოქე ჰიერაკთან, რის გამოც ეგვიპტის მმართველმა პტოლემეოს ევერგეტმა 10–წლიანი ზავი დადო მასთან. მალე ანტიოქოსმა დაიწყო ომი სელევკესთან, რომელიც, როგორც ამბობენ ბრძოლის ველზე დაეცა. სხვა წყაროებით, სელევკე II დაიღუპა ანკირთან მითრიდატეს წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელწოდება კალენიკე მან მიიღო პართიის მეფე არშაკთან გამარჯვების გამო.

სელევკე II–ის მმართველობა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში არ იყო წარმატებული. თითქმის მთელი მცირე აზია და სირიის სამხრეთი ტერიტორიები აღარ ემორჩილებოდა სამეფო დინასტიას. სელევკე II რჩებოდა მხოლოდ შიდა სირიის ჩრდილოეთ ნაწილის (პერსეპოლიდან და ეკბატანამდე), კილიკიის ზეგანის და ზღვისპირა ლაოდიკიის ტერიტორიების მმართველად. სელევკე II–ის შემდეგ მეფობდა სელევკე III სოტერი (ძვ. წ. 225—223 წწ.) მან თავისი ერთ–ერთი ნათესავის, ახეას დახმარებით წაართვა პერგამონის მეფეს მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მალე ის მოკლეს.

აღმოსავლეთ სატრაპიების დროებით დამორჩილება და შეტაკება რომთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოქე III დიდი. ვერცხლის მონეტა

ანტიოქე III დიდის (ძვ. წ. 222—187 წწ.) სელევკიდების მონარქიამ თავდაპირველად დაიბრუნა ძველი პოლიტიკური ძლიერება და მნიშვნელობა. ანტიოქემ წაგლიჯა ეგვიპტეს პალესტინა და ფინიკია, დაიმორჩილა პართელები, ბაქტრიელები, ინდოელები და მთელ მათ მიწებზე განაცხადა პრეტენზია. მაგრამ რომაელთა ჩარევამ სირიის საქმეებში ანტიოქეის პრეტენზიებს დაუდო საზღვარი ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიასთან ბრძოლაში საბოლოოდ განადგურდა სელევკიდების სამეფო. ამ კრახით ისარგებლეს მეზობლებმა და გამოაცხადეს თავი დამოუკიდებლად. კერძოდ, სომხურმა სამეფოებმა დიდი არმენია და სოფენა. ანტიოქეს მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს სამეფოს ფეხზე დაყენება და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამის შემდეგ ის თანდათანობით, ნელ–ნელა მიდიოდა ნგრევისაკენ და სრული განადგურებისაკენ.

დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ:

უკანასკნელი სელევკიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინასტიის გაყოფა

დემეტრე II–ის ხაზი ანტიოქოს VII სიდეტას ხაზი
სელევკე V (ძვ. წ. 126 — ძვ. წ. 125)
კლეოპატრა თეა (ძვ. წ. 126 — ძვ. წ. 120), დასაწყისში ერთპიროვნულად, შემდეგ კი ვაჟთან – ანტიოქოს VIII–თან ერთად
ანტიოქოს VIII ეპიფანე ფილომეტორი კალინიკე (გრიპი) (ძვ. წ. 125 — ძვ. წ. 96) ანტიოქოს IX ფილოპატორი (კიზიკელი)(ძვ. წ. 116 — ძვ. წ. 95)
სელევკე VI ეპიფანე ნიკატორი (ძვ. წ. 96 — ძვ. წ. 95) ანტიოქოს X ღირსეული (ძვ. წ. 94 — ?)
ანტიოქოს XI ფილადელფი(ძვ. წ. 92 )
ფილიპე I ფილადელფი (ძვ. წ. 92 — ძვ. წ. 83), ანტიოქოს XI ტყუპისცალი და თანამმართველი, ანტიოქოსის სიკვდილის შემდეგ ერთპიროვნული მმართველი
დემეტრე III ფილოპატორი (ევკერი) (ძვ. წ. 95 — ძვ. წ. 88)
ანტიოქოს XII დიონისე (ძვ. წ. 89 — ძვ. წ. 84), კლეოპატრა სელენა I (ძვ. წ. ? — ძვ. წ. 83), საკუთარი შვილის, ანტიოქოს XIII სახელითა და ინტერესებით
  • ძმათამკვლელი ომის შეწყვეტის შემდეგ ანტიოქელები მზად იყვნენ ნებისმიერის, თუნდაც ტირანისათვის, გადაეცათ სამეფო ტახტი.
  • ტიგრან II სომეხი (ძვ. წ. 83 – ძვ. წ. 69 წ.წ.), სელევკე VII კიბიოზაკტი, რომლის მმართველობის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
  • სელევკიდების დინასტიის აღდგენა:
ანტიოქოს VII სიდეტას ხაზი დემეტრე II–ის ხაზი
ანტიოქოს XIII დიონიდე კალინიკე(ძვ. წ. 68 — ძვ. წ. 64) ფილიპე II ფილორომეი (ძვ. წ. 65 — ძვ. წ. 64)

ძვ. წ. 162 — ძვ. წ. 125 წლებში სირიის სამეფო ტახტი ხელიდან ხელში გადადიოდა მანამ, სანამ ის ორ ნაწილად არ გაიყო – ჩრდილოეთი სირია (კილიკიით) და ფინიკია(კოილესირიით). ანტიოქოს XIII–ის სიკვდილისთანავე ძვ. წ. 64 წელს რომაელი სარდალი პომპეუსი შეიჭრა სირიაში, საბოლოოდ დაიპყრო იგი და რომის პროვინციად გადააქცია.

კულტურული თვალსაზრისით, სირიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ელინისტურ მონარქიათა შორის და გარკვეულწილად, პტოლემეების ეგვიპტესთან უპირატესობაც ჰქონდა ზოგიერთი ასპექტში. კერძოდ, სირიის მმართველები იყვნენ ბევრად უფრო აქტიურები. მოსახლეობა არ წარმოადგენდა მოუწესრიგებელ ბრბოს ანტიოქია იყო რომისა და ალექსანდრიის შემდეგ, ცივილიზაციისა და განათლების კუთხით, მსოფლიოს მესამე ქალაქი. აქ იყო უამრავი მდიდარი ტაძარი, თეატრი, ხელოვნების ნიმუში; პირველი ბიბლიოთეკები ანტიოქიაში დაარსდა მხოლოდ ანტიოქოს XIII–ის დროს. სირიის სამეფოში მეორე მნიშვნელოვანი კულტურის ცენტრი იყო ქალაქი სელევკია მდ. ტიგროსზე. სირიელები გამოირჩეოდნენ ცოცხალი გონებით, სიამოვნებებისადმი მიდრეკილებით. ბერძნული კულტურა გავრცელდა ყველგან, მათ შორის, კილიკიასა და ფინიკიაში. ამ ოლქებში მდებარე ბერძნული ქალაქები ითვლებოდა წმინდა და ხელშეუხებელ ქალაქებად. რაში მდგომარეობდა მათი ხელშეუხებლობის იურიდიული საფუძველი, ამის განსზაღვრა ზუსტად რთულია. ცნობილია მხოლოდ, რომ მნიშვნელოვანი ქალაქების უმრავლესობამ შეინაჩუნა უკანასკნელი სელვკიდებისადმი ერთგულება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]